არასდროს ჩააბნელო საძინებელი!

იმისთვის რომ კარგად დაიძინოთ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რომ საძინებელში  სინათლე არ შემოდიოდეს, მაგრამ თუ საძინებელს ზედმეტად ჩააბნელებთ, ამან შეიძლება საერთოდ სხვა პრობლემა გამოწვიოს.

2 ძირითადი ჰორმონი მელატონინი და კორტიზოლი აკონტროლებს ძილისა და გაღვიძების ციკლს, ანუ როდის დაგეძინებათ და გაგეღვიძებათ, რაც იმართება თქვენს გარშემო სინათლის ცვალებადობით ანუ გათენებით და დაღამებით.

შეიძლება გაგიგიათ რომ მელატონინი არის ძილის ჰორმონი, რომელსაც აწარმოებს ორგანიზმი როცა თქვენს გარშემო სინათლე იკლებს, ეს ჰორმონი თავისთავად გეხმარებათ დაძინებაში. მაგრამ კორტიზოლს რა როლი აქვს ამ ყველაფერში და რა შუაშია საერთოდ, თითქმის არავინ არ იცის.

სინამდვილეში როგორც მელატონინი გეხმარებათ დაძინებაში, იგივენაირად კორტიზოლი გეხმარებათ გამოფხიზლებაში, რაც კორტიზოლის გარეშე ძალიან გაგიჭირდებათ.

ხოლო ორგანიზმში კორტიზოლი იმატებს გარშემო სინათლის მატებასთან ერთად. მაგრამ საძინებლის ჩაბნელება რა კავშირშია ამ ამბავთან?

რეალურად თქვენი ორგანიზმი გამოფხიზლებას იწყებს თქვენს გამოღვიძებამდე რამდენიმე საათით ადრე და ეს თავისთავად სტიმულირდება ოთახში სინათლის მატებით. და თუ თქვენ ისე გაქვთ ჩაბნელებული საძინებელი, რომ სინათლის ნატამალი ვერ აღწევს ოთახში, შესაბამისად თქვენი გამოფხიზლება ვერ დაიწყება საჭირო დროს და გაიღვიძებთ დაღლილობის ან ძილიანობის შეგრძნებით.

რა თქმა უნდა, დაღლილობის შეგრძნება იმანაც შეიძლება გამოწვიოს რომ ხარისხიანად ვერ გამოიძინეთ, თუმცა ზედმეტად ჩაბნელებული ოთახი არის ის ფაქტორი, რასაც ბევრი ადამიანი არ ითვალისწინებს.

მათ შორის ხშირად კორტიზოლს ვახსენებთ ხოლმე როგორც სტრესის ჰორმონს, მაგრამ კორტიზოლს კიდევ არაერთი ფუნქცია აქვს, ერთ-ერთი არის ზუსტად თქვენი გამოფხიზლება.

კორტიზოლი აკეთებს ენერგიის მობილიზებას, რომ გაღვიძების შემდეგ გქონდეთ საჭირო ენერგია, ასევე აჩქარებს სისხლის მიმოქცევას რომ ეს ენერგია მიეწოდოს უჯრედებს და მოკლედ აკეთებს ყველაფერს რომ მზად იყოთ დღის დასაწყებად.

ამიტომ იმდენად უნდა ჩააბნელოთ საძინებელი რომ შემოსულმა სინათლემ დაძინებაში ხელი არ შეგიშალოთ, მაგრამ არც ისე არ უნდა იყოს, რომ ოთახში არ შეიმჩნეოდეს გათენდა თუ არა.

ასევე იქიდან გამომდინარე რომ კორტიზოლი აფხიზლებს და თან სტრესის დროსაც გამოიყოფა თავისთავად, ამიტომ არის რომ თუ სტრესში ხართ და ნერვიულობთ, შეიძლება ხელი შეგეშალოთ საღამოს დაძინებაში და ან ვერ გამოიძინოთ ხარისხიანად, რადგან კორტიზოლის მატება ამცირებს მელატონინს და მელატონინი საჭიროა ძილისთვის.

ძილზე კიდევ რამდენიმე საინტერესო ვიდეო გვაქვს და გირჩევთ უყუროთ, დღეისათვის კი სულ ეს იყო, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.

Share

Post comment

Your email address will not be published. Required fields are marked *