შავი შოკოლადის 11 სასარგებლო თვისება, რაც უნდა იცოდეთ ^_^ - კეტო შოკოლადი - Ketogen.ge

შავი შოკოლადი არის ამ პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტი, ხოლო ამ ვიდეოში უპირველესყოვლისა ვისაუბრებთ სასარგებლო თვისებებზე და ასევე გეტყვით როგორ აარჩიოთ ნამდვილი შავი შოკოლადი, იმიტომ რომ მაღაზიებში რაც იყიდება 99% არის უბრალოდ ყალბი.

სასარგებლო თვისებების პირველი ნაწილი საკმაოდ ცნობილია და ეს არის ის, რომ შავი შოკოლადი აუმჯობესებს განწყობას, გხდით უფრო ბედნიერს, გაძლევთ გარკვეულ სიფხიზლის შეგრძნებას და ამავდროულად დამამშვიდებელი ეფექტიც აქვს.

ამ ყველაფერს აქვს ძალიან მარტივი ახსნა, შავი შოკოლადი ასტიმულირებს დოპამინის გამოყოფას, რომელიც განწყობის გაუმჯობესებაზეა პასუხისმგებელი, ასტიმულირებს ენდორფინების გამოყოფას, რასაც საერთოდაც პირდაპირ ბედნიერების ჰორმონს ეძახიან.

შავი შოკოლადი შეიცავს თეობრომინს, რაც გაძლევთ გარკვეული გონებრივი სიფხიზლის შეგრძნებას და შოკოლადი ასევე ასტიმულირებს სერატონინის გამოყოფას, რასაც აქვს საკმაოდ დამამშვიდებელი ეფექტი, ამცირებს სტრესს და ა.შ.

ამიტომ არის რომ როცა სტრესული სიტუაცია გაქვთ ან რაიმე მსგავსი, თქვენ შეიძლება გაგიჩნდეთ შოკოლადის მოთხოვნილება, რადგან შავი შოკოლადი გეხმარებათ ამ ყველაფრის დაძლევაში.

შავი შოკოლადი შეიცავს ძალიან დიდი ოდენობით ფლავონოიდებს, რაც მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტები ორგანიზმში და ეს არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

ანტიოქსიდანდები იცავს თქვენს უჯრედებსა და ქსოვილებს დაზიანებისგან და რომ წარმოვიდგინოთ ეს რამდენად მნიშვნელოვანი რამ არის, შეგვიძლია ვთქვათ რომ დაავადებების უდიდესი ნაწილი ამ პლანეტაზე, გამოწვეულია ზუსტად ქრონიკული ოქსიდაციური სტრესითა და ანთებითი პროცესებით.

ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ შავი შოკოლადი ამცირებს უამრავი დაავადების რისკს, ეს იქნება გულის დაავადებები, ათეროსკლეროზი, დიაბეტი, ფსორიაზი და ეს სია არის უბრალოდ უსასრულო.

ფლავონოიდები ასევე ჩართულია გონებრივი ფუნქციების გაუმჯობესებაში, რადგან ასტიმულირებს BDNF-ის გამოყოფას, რაც იწვევს ნეიროგონეზს ანუ ახალი ტვინის უჯრედების ზრდას.

შეიძლება ითქვას BDNF-ი არის სასუქი თქვენი ტვინის უჯრედებისთვის. შავი შოკოლადი ასევე მდიდარია სხვადასხვა მნიშვნელოვანი მინერალებით, როგორიცაა სპილენძი, თუთია, რკინა, მაგნიუმი და ა.შ.

თითოეულ მათგანს, რა თქმა უნდა, უამრავი სასარგებლო თვისება აქვს, თუმცა ყურადღება მინდა გავამახვილო მაგნიუმზე, რადგან ეს არის მინერალი, რომლის ნაკლებობაც აქვს ადამიანების უმეტესობას.

ხოლო შავი შოკოლადი არის პროდუქტი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია მაგნიუმით. მაგნიუმი ჩართულია ენერგიის წარმოქმნაში, გეხმარებათ დაძინებაში, აუმჯობესებს საკვების მონელების სისტემას, მათ შორის გეხმარებათ ყაბზობასთან მიმართებაში, არეგულირებს არტერიულ წნევას, გეხმარებათ დეპრესიასთან ბრძოლაში, PMS-ის სიმპტომების შემცირებაში და ა.შ. და ა.შ.

შავი შოკოლადი ასევე შეიცავს დიდი ოდენობით ჯანსაღ ცხიმებს, საკვებ ბოჭკოებს, სასარგებლო ბაქტერიებს და ამ ყველაფერს კიდევ დამატებით უამრავი სარგებლის მოტანა შეუძლია თქვენთვის.

მიუხედავად უამრავი სასარგებლო თვისებისა, რომლებიც სხვათაშორის აქ არ მთავრდება, პრობლემა არის ის, რომ ე.წ. შოკოლადები, რომლებიც მაღაზიაში იყიდება, შაქარი უფრო მეტი აქვს სინამდვილეში ვიდრე შოკოლადი და კიდევ ბევრი არაჯანსაღი ნივთიერება აქვს დამატებული.

თუ უბრალოდ უკანა მხარეს წაიკითხავთ, ნახავთ რომ 50-60% არის შაქარი და თუ ძალიან გაგიმართლებთ ტრანს ცხიმებიც ექნება დამატებული, რაც კიდევ ცალკე პრობლემებს იწვევს.

თუნდაც ე.წ. უშაქრო ან დიაბეტურ შოკოლადებში გამოყენებულია მალთიტოლი, დექსტროზა ან მალტოდექსტრინი, რაც უბრალოდ შაქრის კიდევ ერთი დასახელებაა.

ნამდვილ შავ შოკოლადს როგორც წესი აქვს 10 გრამზე ნაკლები ნახშირწყალი, შეიძლება ითქვას რომ ესეც ბევრია და რა თქმა უნდა, არუნდა ქონდეს დამატებული არანაირი შაქარი.

იქიდან გამომდინარე რომ მე თვითონ ძალიან მიყვარს შოკოლადი, გადავწყვიტეთ ჩვენ შემოგვეტანა ნამდვილი შავი შოკოლადი ყველანაირი შაქრის და სხვა არასასარგებლო ნივთიერების გარეშე. ეს შოკოლადი უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენს მაღაზიაში, მისამართი: ვაჟა-ფშაველას 12 ან ჩვენს საიტზე Ketogen.ge და კურიერი მოგიტანთ მისამართზე

საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ რომ სასარგებლო შეიძლება იყოს გემრიელიც. თუ სწორად შეარჩევთ, რა თქმა უნდა. დღეისათვის კი სულ ეს იყო, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.

Share

Post comment

Your email address will not be published. Required fields are marked *