Golden Goose

7768076313ba5bb577c0e4b3497702e1

სეზონის ცვლასთან ერთად, გარდერობის განახლებაც გვიწევს. ზაფხულის ცხელი დღეების შემდეგ, გარდამავალ პერიოდში,მუდამ მიწევს ფიქრი, რა შეიძლება ჩავიცვა ისეთი, რომ კოფორტულიც იყოს და ცუდ ამინდსაც გაუძლოს. ინტერნეტ სივრცეში, დიდი პოპულარობით სარგებლობს გოლდენ გუსის კედები,რომელმაც ,რასაკვირველია, ჩემი ყურადღებაც მიიპყრო,  თუმცა, ჩემი დამოკიდებულება ამ ბრენდის მიმართ ცვალებადია. დავიწყოთ ბრენდის სახელით, თითქოსდა არაფრის მთქმელია, რას უნდა ნიშნავდეს ოქროს ბატი? თავიდან, მისი მასიურობის გამო დიდ იტერესს არ ვიჩენდი,ასევე მაფერხებდა ისიც, რომ დიზაინით აშკარად ძალიან გავს კონვერსის კედებს, თუმცა ერთხელაც ვიფიქრე, რომ დრო იყო მეც მომესინჯა, გავრისკე და გამოვიწერე, სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. ბრენდის სახელის ისტორიაც კი მოვიძიე და აღმოჩნდა რომ  აღებულია ეზოპეს იგავიდან „ბატი, რომელიც დებდა ოქროს კვერცხებს“. რაც იღბლიანობის მანიშნებელია. ფეხსაცმლის იტალიელი შემქმნელებისთვის , მართლაც რომ იღბლის მომტანი გამოდგა, რადგან უდიდესი პოპულარობით სარგებლობს ეს ბრენდი. მისი მომხმარებლები არიან ისეთი ცნობილია ადამიანები , როგორებიც არიან გვინეტ პელტროუ, კანიე ვესტი და ა.შ

4f8ca94f8801d0f2e003b75c85019afc

golden_goose_main

რაც შეეხება მის დიზაინს, ბრენდის შემქმნელებმა Francesca Rinaldo და Alessandro Gallo – მ თანამედროვე ესთეტიკა შეაზავეს ვინტიჟურ სტილთან.გოლდენ გუსს შეგვიძლია ვუწოდოთ კლასიკური კედი. რადგან მისი დიზაინი  ხელოვნურად შელახულია, არ მოგიწევთ იმაზე დარდი, რომ თქვენი ფეხსაცმელი გაჭუჭყიანდება, მით უმეტეს ჩვენს ქალაქში, როცა ასეთი მტვერია😊 ფეხსაცმელი გამოიყურება ისე, თითქოს უკვე გაიარა ერთი თავგადასავლებით სავსე სიცოცხლე. მისი მომხიბვლელობის ნაწილი არის ის, რომ ამ ფეხსაცმელში აღბეჭდილია შემქმნელის ხელობა. გოლდენ გუსი თავის დიზაინში ასახავს იაპონური kintsukuroi- ის კონცეფციას, რაც ნიშნავს , რომ საგანი აღიქვა უფრო ლამაზად იმ ნიშნის გამო, რომ მას განუცდია ზიანი, მისი ისტორია გამოითქმება მისი ყოველი დაზიანებული და გაცვეთილი დეტალით. გოლდენ გუსი გვთავაზობს დიზაინის ახალ ტექნიკასს, ქმნის ნაკაწრიან ფაქტურას, რომელიც არ აზიანებს ფეხსაცმლის მთლიანობას.

თქვენ რას ფიქრობთ ამ ბრენდზე? შეგიძლიათ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში გამიზიაროთ. 😊

GG3

Leave a comment