10 ფაქტი ახალშობილის შესახებ

სტატიაში გამოყენებულიინფორმაცია თარგმნილია მსოფლიო ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის უახლოესი გაიდლაინიდან, ასევე საიტებიდან -babycenter , parents.

ახალბედა მშობლებისათვის

  1. ახალშობილები ხშირად სასაცილოდ და უცნაურად გამოიყურებიან. თქვენს პატარას შესაძლოა ჰქონდეს უსწორმასწორო თავის ფორმა. თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ მას რაიმე სჭირს ან თავის მსგავსი ფორმა სიცოცხლის ბოლომდე შეუნარჩუნდება. ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს თქვენმა პატარას სხეულმა საკმაოდ დიდი და რთული გზა გამოიარა, შესაბამისად მისი თავის ფორმაც საშოში გამოსვლის გამო დროებით შეიცვალა და იგი მალე დაუბრუნდება თავდაპირველ მდგომარეობას. ახალშობილები არიან წითლები, შესაძლოა ჰქონდეთ აქერცლილი და მშრალი კანი, გრძელი ფრჩხილები და რაც მთავარია- სიცოცხლის პირველი რამდენიმე დღის მანძილზე მაღ ძირითადად სძინავთ.


    2. სიცოცხლის პირველი ექვსი კვირის მანძილზე ახალშობილისათვის ძალიან მნიშვნელოვანია დედასთან ან მამასთან სიახლოვე. თუ თქვენი პატარა ტირის იმიტომ რომ, ხელში უნდა ეს არ ნიშნავს რომ ხელში ყოფნას მიეჩვევა. არ დატოვოთ მისი ტირილი უყურადღებოდ.არ ელოდოთ ხმამაღალ სიცილს ან სოციალური განვითარების სხვა ნიშნებს ასევე ექვს კვირამდე.

    3.ჩვილებს ჭიპლარის ნარჩენი სიცოცხლის პირველი ორი კვირის მანძილზე ძვრებათ. თანამედროვე გაიდლაინებით ჭიპლარის ნარჩენს არ სჭირდება ზედმეტი ,,დამუშავება”. არ წაუსვათ ნარჩენს ბეტადინი, ბრილიანტის მწვანე – ექიმთან ვიზიტის დროს ხსნარების შეფერილობამ შესაძლოა თქვენი პედიატრი შეცდომაში შეიყვანოს. არ იხმაროთ ჭიპლარის დასამუშავებლად იოდი და სამედიცინო სპირტი- შესაძლოა პატარას კანი დაუწვათ.

    4.დედებს ხშირად ეშინიათ შეეხონ პატარას ყიფლიბანდს. რეალურად, საშიში არაფერია. თუ ჩვილი დიდი თმით დაიბადა შეგიძლიათ თამამად დავარცხნოთ- ამით თქვენ მას ყოფლიბანდს ვერ დაუზიანებთ. ყიფლიბანდი არც მოფერებით ზიანდება. ასევე- ყიფლიბანდის დიდი ან პატარა ზომა არ ნიშნავს რომ ჩვილს რომელიმე ვიტამინი ან მინერალი აკლია.

    5.ახალბედა დედების ყველაზე დიდი შიში ძუძუთი კვებას უკავშირდება. ვინაიდან თქვენს მკერდს მილიგრამები არ აწერია, შესაძლოა ვერ მიხვდეთ მიიღო თუ არა პატარამ საკმარისი რძე. ამის გამო დედები ხშირად უფრო მარტივ გზას-ხელოვნურ კვებას ირჩევენ და ბავშვს იმ საკვების გარეშე ტოვებენ, რომელიც მისთვის საუკეთესოა. ჩვილები ხშირად ჭამენ- 24 საათის მანძილზე 12ჯერ მაინც. შესაძლოა პატარამ ძუძუ მოითხოვოს საწოვარას ნაცვლად , მუცლის ტკივილის გამაყუჩებლად, კოლიკას დროს დასამშვიდებლად. თუკი დედას მკერდის თავები სტკივა პირველ რიგში შეამოწმეთ- სწორად ეჭიდება თუ არა თქვენი პატარა მკერდს. ასევე, მნიშვნელოვანია პატარამ სრულად მიიღოს ის რძე, რომელიც მკერდშია.
    დედის რძე ორი ნაკადისგან შედგება- წინა რძე, მეტი ნახშირწყალით და უკანა- ცხიმის დიდი მარაგით. მნიშვნელოვანია ჩვილმა მიიღოს უკანა რძე.
    ასევე მნიშვნელოვანია მეძუძურმა დედამ იკვებოს ბალანსირებულად- ჭამოს ყოველივე სასარგებლო.
    გამონაყარი ჩვილის სიცოცხლის პირველ ეტაპზე პატარას სახეზე არ ნიშნავს რძის ალერგიას- ეს ახალშობილთა აკნეა, რომელსაც რაიმე განსაკუთრებული დიეტა ან მკურნალობა არ სჭირდება.
    უფრო მეტ ინფორმაციას ქართულ ენაზე ძუძუთი კვების შესახებ გაეცანით საიტზე – https://lactationdotblog.wordpress.com/

    6. ახალშობილებისათვის მშრალი კანი ნორმაა. მთელი ცხრა თვის მანძილზე ისინი სითხეში ცხოვრობენ დედამიწაზე მოვლინების შემდეგ მათ კანს ახალი სასიცოცხლო გარემოს შეგუება უწევთ. შესაბამისად, თავდაპირველად კანი შრება. არ არის სავალდებულო ამის გამო ისინი სხვადასხვა ბალახის ნაყენში აბანავოთ. ასევე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ პირველი რამდენიმე თვის მანძილზე ნორმალურია ახალშობილთა აკნე, რომელსაც განსაკუთრებული მკურნალობა არ სჭირდება.

    7. ჩვილი დაბადების პირველივე დღიდან გაასეირნეთ სუფთა ჰაერზე. ეს მას ჟანგბადით მოამარაგებს და უფრო მშვიდად დააძინებს. აარიდეთ თავი ისეთ ადგილებში სიარულს, სადაც შესაძლოა ბევრი ვირუსის მატარებელი ადამიანი იყოს. ნუ აკოცნინებთ ჩვილისათვის ადამიანებს სახისა და ხელის მიდამოებში. ერთი შეხედვით აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანები შესაძლოა ატარებდნენ სხვადასხვა ვირუსებს, რომლებიც თქვენს ჩვილს ძალიან დააზარალებენ.

    8. ბავშვები ბევრს ტირიან- ეს მათთვის კომუნიკაციის გზაა.
    მშობლებს ხშირად ჰგონიათ, რომ ჩვილები მხოლოდ შიმშილის გამო ტირიან. რეალურად ჩვილები ტირიან როდესაც დედასთან უნდათ ჩახუტება, ტირიან როდესაც საფენი ზედმეტად სველია, ტირიან როდესაც სცხელათ, ტირიან როდესაც სცივათ, ტირიან როდესაც გარემოსგან ბევრი სტიმული მიიღეს- მაგალითად ტელევიზორი მათ ახლოს ხმამაღლა იყო ჩართული ან ბევრი ადამიანი ერთდროულად წაეთამაშა მათ.ჩვილები ტირიან მუცლის ტკივილის გამო, კოლიკების გამო, ძილის წინ , ზედმეტად მჭიდრო სამოსის გამო და კიდევ უამრავი სხვა მიზეზით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ზედმეტად ემოციურები არიან და დამამშვიდებელი უნდათ.

    9. სიცოცხლის პირველი სამი თვე მარტივია- ჩვილებს სძინავთ და ჭამენ. პირველი კვირებიდან მათი სიფხიზლის ეპიზოდები იზრდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დამამშვიდებელი სჭირდებათ. ეს განვითარების ნიშანია- მათ ახლა სამყაროს შეცნობა და თამაში ესაჭიროებათ. დედები ხშირად წუწუნებენ მოუცლელობის გამო, მაგრამ გახსოვდეთ- თქვენი ძირითადი და მთავარი პროფესია ახლა დედეობაა. ეთამაშეთ ჩვილს, ელაპარაკეთ, გაასეირნეთ. ნუ დასვამთ ჩვილს ტელევიზორთან გასართობად- ეს მას ცენტრალურ ნერვულ სისტემას დაუზიანებს. სამი თვის შემდეგ შეგიძლიათ შეიმუშავოთ ძილის რეჟიმიც. ასევე, გახსოვდეთ რომ ყველა ბავშვს ინდივიდუალური ძილისა და ღვიძილის გრაფიკი აქვს. თუკი სხვას დიდხნიანი, გადაბმული ძილი ურჩევნია შესაძლოა თქვენი პატარა ერთსაათიანი ძილითა და შუალედებში ჭამისა და თამაშის ეპიზოდებით შემოიფარგლოს.

    10. სიცოცხლის პირველი რამდენიმე კვირის მანძილზე ძილის დროს შეახვიეთ ჩვილი. თუმცა არა ისე, როგორც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ. სიფხიზლის დროს მიეცით მას საშუალება იყოს თავისუფლად.
    აქვე, შეგიძლიათ იხილოთ შეხვევის ვიდეო:
    https://youtu.be/ioISOf-EDpc

დატოვე კომენტარი

Design a site like this with WordPress.com
დაიწყე