ახალი ამბებიბლოგები

ხელნაკეთი ნივთების წარმოება პანდემიის პერიოდში

პანდემიამ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესი რადიკალურად შეცვალა. მსოფლიო გამოწვევამ თითქმის ყველა ადამიანი დააფიქრა საკუთარ შესაძლებლობებზე.

ბევრმა მათგანმა იპოვა კიდეც ის საქმე, რისი გაკეთებაც ეხერხება და სიამოვნებს. ხშირად შეგხვდებოდათ, განსაკუთრებით სოციალურ ქსელში ხელნაკეთი ნივთების ფოტოები, მათი გაყიდვის მსურველები და ა.შ. სწორედ, რომ პანდემიამ დააწყებინა ადამიანებს ის საქმე რის ნიჭსაც ალბათ ზოგი ვერასდროს, ზოგი კი უფრო გვიან აღმოაჩენდა.

შესაძლოა ამ მიზეზით ვთქვათ, რომ თუნდაც ერთი დადებითი ჰქონია პანდემიის არსებობას ბევრ უარყოფითთან ერთად. ადამიანებმა დაიწყეს ინტერნეტის მეშვეობით სწავლა, თუ როგორ დაემზადებინათ მარტივად, სახლის პორობებში სამკაულები, ჩანთები და სხვა აქსესუარები.

ხელნაკეთი ნივთები ოდითგანვე დიდი პოპულარობით სარგებლობენ ყველა ქვეყანაში, ისევე როგორც საქართველოში. მათი სიმრავლე ნიშნავს სამ რამეს, ის, რომ ვისწავლეთ საკუთარი შესაძლელობების დაფასება და მისი წარმოჩენა, ხოლო მესამე, რაც მთავარია ჩვენივე შესაძლებლობებით შექმნილიდან ფულის გამომუშვება.
მათი წარმოება ისევე, როგორც ქალაქებში სოფლებშიც დაიწყეს. ხელნაკეთმა ნივთებმა მოიცვა გარშემო ადამიანები და მისი შეძენით დაინტერესებული პიროვნებები. შენ ქმნი, სხვა კი შენს შექმნილს აფასებს.

ამ წამოწყებებით დაინტერესდა უამრავი კომპანია, ბიზნეს- სექტორი, იქმნება უკვე, როგორც მცირე ისე მასშტაბური საწარმოები. ზოგი სახლიდან ზოგი კი სახელოსნოდან შექმნილ ნივთს აწარმოებს, რომელსაც თუ ხელის ტექნიკა და სიყვარული არ ჩააქსოვე ვერ შექმნი იდეალურს . ამიტომ, მნიშვნელოვანია სიყვარულით შექმნილი ნივთი ატარო თან და მისი ფასი იცოდე. ცუდია, რომ პანდემია დაგვჭირდა საკუთარი შესაძლებლობების საპოვნელად, მაგრამ მთავარია რომ ვიპოვეთ.

მარიამ ოქროცვარიძე