ახალი ამბები

რა ღირს საქორწინო კაბების ქირაობა თელავში

თელავში სალონები, სადაც ქირით სასურველი საქორწინო კაბის ქირაობაა შესაძლებელი მცირეა.

ქალაქში სულ რამდენიმე სალონია, სადაც საქორწინო კაბის ქირის ოდენობა 500 ლარიდან იწყება. ფასები, ძირითადად, კაბის ხარისხით და დიზაინის მიხედვით ისაზღვრება. შესაძლოა თელავში რაოდენობით ცოტა სალონია, მაგრამ როგორც თავად ამბობენ, კაბების დიდი არჩევანი აქვთ.

კაბის ქირაობა ერთ-ერთი ბიუჯეტური საშუალებაა, თუმცა არის ყიდვის შესაძლებლობაც. როგორც ერთ-ერთი სალონის წარმომადგენელმა გვითხრა, ყიდვის შემთხვევაში ფასები ორმაგდება.