ჩინეთში შოთა რუსთაველის ბიუსტი გაიხსნა! - KN TV

ქართულ-იტალიური ტელევიზია

ჩინეთში შოთა რუსთაველის ბიუსტი გაიხსნა!

პეკინიში ენის და კულტურის უნივერსიტეტში XII საუკუნის  გენიალური მწერლის შოთა რუსთაველის ბიუსტი გაიხნა. ღონოსძიებას დაესწრო საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ჩინეთში სამუშაო ვიზიტით იმყიფება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართვველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინდა და მის გუნდს. 

„განსაკუთრებით მესიამოვნა, როცა პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრისას მან თავის გამოსვლაში გულითადად მოიხსენია ჩვენი დიდი პოეტი შოთა რუსთაველი. გულწრფელ მადლობას ვუხდი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების განხორციელებაში. ეს შემთხვევა ადასტურებს ჩვენს ორ ერს შორის კულტურული და საგანმანათლებლო კავშირების გაღრმავებას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

ბიუსტის  გახსნას ასევე დაესწრნენ საქართველოს დელეგაციის წევრები.

პეკინის ენის და კულტურის უნივერსიტეტის სტუდენტებმა არაერთი კულტურული პერფორმანსი მოაწყვეს, რომელთა უმრავლესობაც შოთა რუსთაველის ნაწარმოებს ეძღვნებოდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

KN TV

P.IVA 03892120795
DOMICILLIO DIGITALE/PEC kntv@pec.it
Indirizzo Sede FIRENZE (FI) Numero repertorio economico amministrativo (REA) Fi-693757
KNTVMEDIA.COM DI KN TV

© KNTVMEDIA.COM – All rights reserved. 2023