ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი მოსკოვში

2022 / 11 / 18

2022 წლის 14-17 ნოემბერს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია მოსკოვში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციას შეხვდა. ოსურ მხარეს დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი მარატ პავლოვი ხელმძღვანელობდა, რუსულ მხარეს - რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის მოადგილე, კონტრ-ადმირალი, ვლადიმირ ვორობიოვი.

შეხვედრაზე სამხედრო თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს, მათ შორის „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ სამხედრო კათედრის გახსნის, ე.წ. თავდაცვის სამინისტროს განახლების, ადრე ხელმოწერილი შეთანხმებების რეალიზაციისა და სხვა საკითხები. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა მოლაპარაკებების პროტოკოლს მოაწერეს ხელი.

Go BackGo Back