ტრენინგის მონაწილეებს პირუტყვის საკვები დანამატები დაურიგდათ - My WordPress Website
ტრენინგის მონაწილეებს პირუტყვის საკვები დანამატები დაურიგდათ
  • მარტი 12, 2024

ტრენინგის მონაწილეებს პირუტყვის საკვები დანამატები დაურიგდათ

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (შემდგომში – „ფაო“) ეგიდით, 2024 წლის 13 და 14 თებერვალს გაიმართა ტრენინგები ვეტერინარიისა და აგრონომიის მიმართულებებით.

13 თებერვალს ფაო-ს ტრენერმა ანუკი ნაცვლიშვილმა ვეტერინარიის მიმართულებით 15 შერჩეულ ტრენინგ-მონაწილეს დაურიგა საკვები დანამატი – თითოეულს 125-125კგ, რომელიც წარმოადგენს ერთი თვის მარაგს ერთი მეწველი ძროხისთვის, ასევე გაიცა ინსტრუქცია საკვები დანამატების გამოყენებასთან დაკავშირებით. საკვები დანამატები გადაეცა ტრეინინგის იმ მონაწილეებს, ვინც ტრენინგის პროცესში აქტიურად იყო ჩართული და წარმოადგინა საკუთარი რძის ნიმუშები, იმისათვის, რომ ტრენერს შეემოწმებინა მათი შემადგენლობა; ტრენერის მოთხოვნით, საკვები დანამატი გადაეცემოდათ იმ მონაწილეებს, ვისაც მინიმუმ ორი მეწველი ძროხა ეყოლებოდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო მათი წველადობის შედარება დანამატის გამოყენების შემდგომ (ერთ ძროხას გამოკვებავს ჩვეულებრივი საკვებით და ერთს ტრენერის მიერ გადაცენული საკვები დანამატის მეშვეობით); საკვები დანამატები გაიცა ასევე ლოკაციების გათვალისწინებით:

1) ქვეშეთი, არახვეთი, ბედონი;

2) ხადის ხეობა;

3) სეთურები, ჯაღმიანი, კაიშაურნი, ზაქათკარი.

საკვები პროდუქტების გამოყენების შემდგომ, დაახლოებით ერთ თვეში, ტრენერი ჩაატარებს მონიტორინგს, თუ რამდენად გაუმჯობესდა წველადობა და რძის ხარისხი ახალი მიდგომების შედეგად.

14 თებერვალს შეიქმნა ახალი ტრენინგ-ჯგუფი ბედონის მოსახლეობისათვის, რომელთაც ფაო-ს აგრონომიის ტრენერმა, მიხეილ თაქთაქიშვილმა, ჩაუტარა ტრეინინგი აგრონომიაში, თემა – მებოსტნეობა და ჩითილების სწორად გამოყვანა. მონაწილეებს დაურიგდა ჩითილების გამოსაყვანი კასეტები და სასუქები. ტრეინინგს დაესწრო 7 ადამიანი (6 ქალი და 1 კაცი).

ტრენინგების ეფექტურობამ გამოიწვია დაინტერესება ადგილობრივ მოსახლეობაში, შესაბამისად გაზაფხულიდან დაგეგმილია ახალი სესიები ყველის წარმოების მიმართულებით.