ფილმი, რომელზეც ერთხელ ყველას გვიტირია - 10 ფაქტი, რომელიც შეიძლება "პიანისტის" შესახებ არ იცოდე - კვირის პალიტრა

ფილმი, რომელზეც ერთხელ ყველას გვიტირია - 10 ფაქტი, რომელიც შეიძლება "პიანისტის" შესახებ არ იცოდე

თუ რო­მან პო­ლანსკის უკ­ვდა­ვი ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი დრა­მა „პი­ა­ნის­ტი“ ერთხელ მა­ინც გი­ნა­ხავთ, შე­უძ­ლე­ბე­ლია და­გა­ვი­წყდეთ ემო­ცია, რო­მე­ლიც გერ­მა­ნელ ოფი­ცერს და­უძ­ლუ­რე­ბუ­ლი ებ­რა­ე­ლი პი­ა­ნის­ტის მოს­მე­ნი­სას ეუფ­ლე­ბა. ეს არის მო­მენ­ტი, როცა ხე­ლოვ­ნე­ბა ბო­რო­ტე­ბა­ზე იმარ­ჯვებს, როცა მის­მა ძა­ლამ ყვე­ლა­ზე ბნელ და მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­ა­შიც გა­აღ­ვი­ძა ადა­მი­ან­ში ჰუ­მა­ნიზ­მი.

ოს­კა­რო­სა­ნი ფილ­მი ეკ­რა­ნებ­ზე 2002 წელს გა­მო­ვი­და და მას შემ­დეგ სხვა­დას­ხვა თა­ო­ბის მა­ყუ­რე­ბელ­ში წა­რუშ­ლელ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს, მით უფრო, რომ იგი რე­ა­ლურ ამ­ბავ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. ფრე­დე­რიკ შო­პე­ნის უკ­ვდა­ვი მუ­სი­კა კი თი­თო­ე­ულ ჩვენ­გან­ში იმ ამაღ­ლე­ბულ გან­წყო­ბას ტო­ვებს და ისე­თი­ვე სი­ნათ­ლით გვავ­სებს, რო­გორც გერ­მა­ნელ ოფი­ცერს, რომ­ლის პრო­ფე­სი­ის ნა­წილ­საც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სი­სას­ტი­კე წარ­მო­ად­გენ­და.

გთა­ვა­ზობთ 10 ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან და სა­ინ­ტე­რე­სო ფაქტს 21-ე სა­უ­კუ­ნის ამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს კი­ნო­სუ­რათ­სა და ის­ტო­რი­ა­ზე, რო­მე­ლიც მის უკან დგას:

13022023-1404-1676282667.06_REC.png

1. „პი­ა­ნის­ტის“ გმი­რი ებ­რა­უ­ლი წარ­მო­შო­ბის პო­ლო­ნე­ლი პი­ა­ნის­ტი და კომ­პო­ზი­ტო­რი იყო, რო­მელ­მაც თა­ვი­სი გა­დარ­ჩე­ნის ის­ტო­რია მე­მუ­ა­რებ­ში აღ­წე­რა

ვლა­დის­ლავ შპილ­მა­ნი პო­ლო­ნეთ­ში ცნო­ბი­ლი სას­ცე­ნო და რა­დიო შემ­სრუ­ლე­ბე­ლი იყო. მას შემ­დეგ, რაც ქვე­ყა­ნა­ში ნა­ცის­ტუ­რი გერ­მა­ნია შე­იჭ­რა, შპილ­მა­ნი 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უმ­ძი­მეს პი­რო­ბებ­ში იმა­ლე­ბო­და. რო­გორც შპილ­მა­ნი თა­ვის ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში წერს, იგი შიმ­ში­ლი­სა და სი­ცი­ვის­გან სიკ­ვდი­ლის­გან გერ­მა­ნელ­მა ოფი­ცერ­მა ვილ­ჰელმ ჰო­ზენ­ფილდმა გა­და­არ­ჩი­ნა.

შპილ­მან­მა მუ­სი­კა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა ვარ­შა­ვა­სა და ბერ­ლინ­ში მი­ი­ღო, მისი მას­წავ­ლებ­ლე­ბი პო­ლო­ნეთ­ში ფრანც ლის­ტის მოს­წავ­ლე­ე­ბი იყ­ვნენ. იმის გამო, რომ 1933 წელს გერ­მა­ნი­ა­ში ნა­ცის­ტუ­რი მმარ­თვე­ლო­ბა და­ი­წყო, იგი პო­ლო­ნეთ­ში დაბ­რუნ­და და თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბა გა­ნაგ­რძო, თუმ­ცა ებ­რა­ელ­თა დევ­ნის ტალ­ღა მასა და მის გა­რე­მოც­ვა­საც შე­ე­ხო. პო­ლო­ნე­თის ოკუ­პა­ცი­ის შემ­დეგ ათა­სო­ბით ებ­რა­ე­ლი გე­ტო­ში, უმ­ძი­მეს პი­რო­ბებ­ში აღ­მოჩ­ნდა. შპილ­მა­ნი ოჯახ­თან ერ­თად გე­ტოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცხოვ­რობ­და და ცდი­ლობ­და, თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბა გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ, ნა­ცის­ტებ­მა მათი სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკ­ში გაგ­ზავ­ნა გა­და­წყვი­ტეს. შპილ­მა­ნი ოჯახ­თან ერ­თად მა­ტა­რე­ბელ­ში აღ­მოჩ­ნდა, სა­დაც ის ებ­რა­უ­ლი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­მა ამო­იც­ნო და გა­და­წყვი­ტა, მა­ტა­რებ­ლი­დან ჩა­მო­ეს­ვა. რო­გორც პი­ა­ნის­ტი იხ­სე­ნებს, ამის შემ­დეგ მას თა­ვი­სი ოჯა­ხი აღარ უნა­ხავს.

2. შპილ­მან­მა გერ­მა­ნე­ლი ოფიც­რის­თვის შო­პე­ნის ნოქ­ტი­ურ­ნი C# მი­ნო­რი შე­ას­რუ­ლა

13022023-1404-1676282717.57_REC.png

შიმ­ში­ლის, სი­ცი­ვი­სა და ავად­მყო­ფო­ბის­გან და­უძ­ლუ­რე­ბულ­მა შპილ­მან­მა 1944 წლის ნო­ემ­ბერ­ში თავი შე­ა­ფა­რა მი­ტო­ვე­ბულ, ნა­ხევ­რად­დან­გრე­ულ სახ­ლს, სა­დაც მო­უ­ლოდ­ნე­ლად გერ­მა­ნელ ოფი­ცერს ვილ­ჰელმ ჰო­ზენ­ფილდს წა­ა­წყდა. ჰო­ზენ­ფილ­დი გა­მო­ე­ლა­პა­რა­კა და მას შემ­დეგ, რაც შე­ი­ტყო, რომ პი­ა­ნის­ტი იყო, იქვე მდგარ ინ­სტრუ­მენტზე რა­ი­მეს შეს­რუ­ლე­ბა სთხო­ვა. სწო­რედ აქ ას­რუ­ლებს შპილ­მა­ნი შო­პე­ნის უკ­ვდავ ნოქ­ტი­ურნს და ოფი­ცერ­ზე წა­რუშ­ლელ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს.

3. ვლა­დის­ლავ შპილ­მანს და­ახ­ლო­ე­ბით 500 სიმ­ღე­რა აქვს და­წე­რი­ლი

მისი შე­მოქ­მე­დე­ბა მო­ი­ცავს მუ­სი­კას რა­დი­ო­სა და ფილ­მე­ბის­თვი­საც. პო­ლო­ნეთ­ში ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი და კომ­პო­ზი­ტო­რი იყო.

4. ვერ­მახ­ტის გერ­მა­ნე­ლი ოფი­ცე­რი, რო­მელ­მაც შპილ­მა­ნი შიმ­ში­ლით სიკ­ვდი­ლის­გან იხ­სნა, სხვა ტყვე­ებ­საც ეხ­მა­რე­ბო­და

ჰო­ზენ­ფილ­დი მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო და თა­ვი­სი პრო­ფე­სი­ით მუ­შა­ობ­და მა­ნამ, სა­ნამ ნა­ცის­ტუ­რი გერ­მა­ნი­ის არ­მი­ას შე­უ­ერ­თდე­ბო­და. მი­უ­ხე­და­ვად თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბი­სა, ის თა­ნა­უგ­რძნობ­და ებ­რა­ელ და პო­ლო­ნელ ხალ­ხს და ტყვე­ებს ფა­რუ­ლად ეხ­მა­რე­ბო­და.

სა­ბო­ლო­ოდ ოფი­ცე­რი წი­თელ­მა არ­მი­ამ ტყვედ აიყ­ვა­ნა და 1952 წელს საბ­ჭო­თა სა­პა­ტიმ­რო­ში და­ი­ღუ­პა. 2007 წელს პო­ლო­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ლეხ კა­ჩინ­სკიმ იგი Polonia Restituta-ს ორ­დე­ნის მე­თა­უ­რის ჯვრით და­ა­ჯილ­დო­ვა.

5. ვლა­დის­ლავ შპილ­მა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა იმ პე­რი­ოდ­ში, როცა ფილ­მი „პი­ა­ნის­ტი“ ჯერ კი­დევ მომ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში იყო

შპილ­მა­ნი 2000 წელს 88 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა, ფილ­მის გა­მოს­ვლამ­დე 2 წლით ადრე. ფილ­მის რე­ჟი­სო­რი რო­მან პო­ლანსკიც ჰო­ლო­კოსტგა­მოვ­ლი­ლი და გა­დარ­ჩე­ნი­ლი ებ­რა­ე­ლია, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობს. შპილ­მა­ნის მსგავ­სად, ისიც პო­ლო­ნეთ­ში გა­ი­ზარ­და. „პი­ა­ნის­ტის“ გა­და­ღე­ბი­სას პო­ლანსკი კრა­კოვ­ში შეხ­ვდა კაცს, რო­მე­ლიც რე­ჟი­სო­რის ოჯახს ომში გა­დარ­ჩე­ნა­ში და­ეხ­მა­რა.

6. შპილ­მან­მა ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფია მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დას­რუ­ლე­ბი­დან მა­ლე­ვე და­წე­რა, თუმ­ცა საბ­ჭო­თა ცენ­ზუ­რამ აკ­რძა­ლა

მო­გო­ნე­ბე­ბის წიგ­ნი ავ­ტორ­მა 1946 წელს და­წე­რა, თუმ­ცა იმის გამო, რომ იმ პე­რი­ოდ­ში პო­ლო­ნე­თი საბ­ჭო­თა კავ­შირს ჰქონ­და აღე­ბუ­ლი, აიკ­რძა­ლა და ხე­ლახ­ლა მხო­ლოდ 1997 წელს გა­მო­ი­ცა. აკ­რძალ­ვის მი­ზე­ზი იყო წიგნ­ში მო­თხრო­ბი­ლი მოვ­ლე­ნე­ბის იმგვა­რი აღ­წე­რა, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სე­ულ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას არა­თუ ემ­თხვე­ო­და, არა­მედ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და კი­დეც.

13022023-1405-1676282767.47_REC.png

7. გე­ტო­ში მცხოვ­რე­ბი პა­ტა­რა ბი­ჭის როლს ვლა­დის­ლავ შპილ­მა­ნის რე­ა­ლუ­რი შვი­ლიშ­ვი­ლი დე­ნი­ელ შპილ­მა­ნი ას­რუ­ლებს

„პი­ა­ნის­ტში“ ნაჩ­ვე­ნე­ბია ებ­რა­ე­ლე­ბის უმ­ძი­მე­სი ყოფა გე­ტო­ში, სა­დაც პა­ტა­რა ებ­რა­ე­ლი ბი­ჭუ­ნე­ბიც ცხოვ­რო­ბენ. დე­ნი­ელ შპილ­მა­ნი სწო­რედ ერთ-ერთი მათ­გა­ნის როლს ას­რუ­ლებს.

8. შპილ­მა­ნის რო­ლის შე­სას­რუ­ლებ­ლად მსა­ხი­ობ­მა ედ­რი­ენ ბრო­დიმ გა­ყი­და თა­ვი­სი ავ­ტო­მო­ბი­ლი, აღარ უყუ­რებ­და ტე­ლე­ვი­ზორს და სახ­ლი­და­ნაც კი წა­ვი­და

13022023-1602-1676289779.31_REC.png

კა­რი­ე­რა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რო­ლის შე­სას­რუ­ლებ­ლად ედ­რი­ენ ბრო­დიმ წო­ნა­ში 15 კი­ლოგ­რა­მამ­დე და­იკ­ლო, რის­თვი­საც კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მკაცრ დი­ე­ტას იცავ­და. ასე­ვე, მან სპე­ცი­ა­ლუ­რად ფილ­მის­თვის ის­წავ­ლა ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე დაკ­ვრა. 29 წლის ასაკ­ში კი იყო პირ­ვე­ლი, ვინც ამ ასაკ­ში სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი კა­ცის რო­ლის­თვის ოს­კა­რი მი­ი­ღო.

13022023-1407-1676282886.37_REC.png

9. ამ­სტერ­დამ­ში „პი­ა­ნის­ტის“ პრე­მიერიდან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი ანა ფრან­კის სახ­ლს გა­და­ე­ცა

10. „პი­ა­ნის­ტი“ BBC-მ 21-ე სა­უ­კუ­ნის 100 სა­უ­კე­თე­სო ფილმში შე­იყ­ვა­ნა

13022023-1601-1676289749.59_REC.png