"ხე­ე­ბი იმი­ტომ გავ­ყი­დეთ, რომ დიდ ფარ­თობს იკა­ვებს და გვერ­დით სხვა მცე­ნა­რე­ე­ბი არ იზ­რდე­ბა“ - კენიაში საქართველოში ბაობაბების ექსპორტის საკითხს იკვლევენ - კვირის პალიტრა

"ხე­ე­ბი იმი­ტომ გავ­ყი­დეთ, რომ დიდ ფარ­თობს იკა­ვებს და გვერ­დით სხვა მცე­ნა­რე­ე­ბი არ იზ­რდე­ბა“ - კენიაში საქართველოში ბაობაბების ექსპორტის საკითხს იკვლევენ

კე­ნი­ის პარ­ლა­მენ­ტი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში ბა­ო­ბა­ბის ექ­სპორ­ტის შე­სა­ხებ "სა­კა­მა­თო გა­რი­გე­ბით“. ამის შე­სა­ხებ კე­ნი­უ­რი გა­ზეთ Nation-ი წერს და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში ნათ­ქვა­მია, რომ კა­ნონ­მდებ­ლე­ბი სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბებს აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, "გამჭვირ­ვა­ლო­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა­ში" ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. ისი­ნი ეჭ­ვო­ბენ, რომ ხე­ე­ბის გა­ყიდ­ვა კო­რუფ­ცი­უ­ლი სქე­მით ხდე­ბა.

კე­ნი­ის პარ­ლა­მენ­ტის გა­რე­მოს დაც­ვის კო­მი­ტე­ტის წევ­რებ­მა (პარ­ლა­მენ­ტის ქვე­და პა­ლა­ტა) ქი­ლი­ფის რა­ი­ო­ნის სოფ­ლე­ბი მო­ი­ნა­ხუ­ლეს. ეს ის სოფ­ლე­ბია, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბა ბა­ო­ბა­ბებს ყიდ­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ერთი ბა­ო­ბა­ბის სა­ნაც­ვლოდ მი­ი­ღეს 100 000-დან 300 000-მდე კე­ნი­უ­რი ში­ლინ­გი, რაც და­ახ­ლო­ე­ბით, $2 470-დან $8 000-მდე დო­ლა­რია.

"ხე­ე­ბი იმი­ტომ გავ­ყი­დეთ, რომ დიდ ფარ­თობს იკა­ვებს და გვერ­დით სხვა მცე­ნა­რე­ე­ბი არ იზ­რდე­ბა“, - ამ­ბობს ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი.

თუმ­ცა პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რომ­ლე­ბიც იკ­ვლე­ვენ გა­რი­გე­ბის დე­ტა­ლებს, თვლი­ან, რომ ხე­ე­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა არ იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. გარ­და ამი­სა, მათ აინ­ტე­რე­სებთ, რა­ტომ აკ­რძა­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რამ­დე­ნი­მე თვის წინ ბა­ო­ბა­ბე­ბის ექ­სპორ­ტი და შემ­დეგ ისევ და­უშ­ვა.

The Standard-ის ცნო­ბით, ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­უ­წი­ოთ ჩას­ვლა, რათა გა­არ­კვი­ონ, "რა­ტომ აქვს ინ­ვეს­ტორს ხე­ე­ბის ექ­სპორ­ტის სურ­ვი­ლი.“

დე­პუ­ტატ­მა ჩარლზ კა­მუ­რენ­მა თქვა, რომ "სა­ჭი­როა კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ხე­ე­ბის და­სა­ცა­ვად - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბა­ო­ბა­ბი არ არის შე­ტა­ნი­ლი გა­და­შე­ნე­ბის პი­რას მყოფ სა­ხე­ო­ბებ­ში." (წყა­რო)

ცნო­ბის­თვის, 2018 წელს ბრი­ტა­ნულ­მა გა­ზეთ­მა, Evening Standard-მა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, მი­ლი­არ­დერ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა აღ­მო­სავ­ლეთ აფ­რი­კა­ში ოთხი ბა­ო­ბა­ბი იყი­და. კე­ნი­ის პორ­ტი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში 250 ტო­ნა­ზე მეტი წო­ნის ხე­ე­ბის გა­და­სა­ტა­ნად მი­ლი­არ­დერს 850 000 დო­ლა­რის გა­დახ­და მო­უ­წია.

წარ­სულ­ში პარ­კის­თვის გი­გან­ტურ ხე­ებს სა­ქარ­თვე­ლო­შიც ეძებ­დნენ და სა­ზო­გა­დო­ე­ბას არა­ერ­თი სი­უ­რე­ა­ლის­ტუ­რი კად­რი უნა­ხავს გი­გან­ტუ­რი ხე­ე­ბის ერთი ად­გი­ლი­დან მე­ო­რე­ზე გა­და­ტა­ნის.

ambebi.ge