"საოცარი ნინა და საყვარელი დედიკო" - ნანუკა გულუა შვილის ახალ ფოტოებს აქვეყნებს - კვირის პალიტრა

"საოცარი ნინა და საყვარელი დედიკო" - ნანუკა გულუა შვილის ახალ ფოტოებს აქვეყნებს

ნანუკა გულუამ და კახაბერ კაშიამ გასული წლის სექტემბერში იქორწინეს, თუმცა ოფიციალური ცერემონია ქუთაისში გაიმართა. წყვილმა ჯვარი ბაგრატის ტაძარში დაიწერა.

gulua2-1692133474.jpg

ნანუკამ ქორწინება მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად აღნიშნა და ფეხმძიმე თეთრ საქორწინო კაბაში არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. წყვილს ერთი შვილი, ნინა ჰყავს. უსაყვარლესი პატარა სოციალურ ქსელში უკვე პოპულარულია და კომპლიმენტებსაც ხშირად იმსახურებს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნანუკა მეორე შვილს ელოდება.

ამჯერად ნანუკა პატარა ნინას ფოტოებს აქვეყნებს.

gulua-1692133402.jpg

"საოცარი ნინა და მისი საყვარელი დედიკო", "სილამაზეები", "თოჯინა ღმერთმა გაგიზარდოთ სასახელო" - წერენ ნანუკას პოსტზე მისი გამომწერები.