ჩინეთში, წყალდიდობის დროს, ფერმიდან ათობით ნიანგი გაიქცა - ხელისუფლება ახლომდებარე სოფლების მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდებს - კვირის პალიტრა

ჩინეთში, წყალდიდობის დროს, ფერმიდან ათობით ნიანგი გაიქცა - ხელისუფლება ახლომდებარე სოფლების მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდებს

ჩი­ნეთ­ში, ტა­ი­ფუნ "ჰა­ი­კუ­ის“ მიერ გა­მოწ­ვე­უ­ლი წყალ­დი­დო­ბის შე­დე­გად, ცხო­ველ­თა ფერ­მი­დან 75 ნი­ან­გი გა­იქ­ცა.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, წყალ­დი­დო­ბამ ტბა მა­ო­მინ­გის ადი­დე­ბა გა­მო­იწ­ვია, რის შემ­დე­გაც და­იტ­ბო­რა ფერ­მა.

ზო­გი­ერ­თი გაქ­ცე­უ­ლი მა­ლე­ვე და­ი­ჭი­რეს, ზოგი კი "საფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით“ მოკ­ლეს, თუმ­ცა კვლავ არა­ერ­თი მტა­ცე­ბე­ლი რეპ­ტი­ლი­აა და­კარ­გუ­ლი. სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ის ცნო­ბით, ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ რვა ქვე­წარ­მავ­ლის და­ჭე­რა მო­ხერ­ხდა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ახ­ლომ­დე­ბა­რე სოფ­ლე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბას შინ დარ­ჩე­ნის­კენ მო­უ­წო­დებს.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნი­ან­გე­ბის გაქ­ცე­ვის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა. თუმ­ცა, ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი აღი­ა­რე­ბენ, რომ ზო­გი­ერ­თი გაქ­ცე­უ­ლი შე­საძ­ლოა წყალ­სა­ცა­ვებ­ში იმა­ლე­ბო­დეს. მაშ­ვე­ლე­ბი მათ მო­სა­ძებ­ნად სო­ნა­რის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას იყე­ნე­ბენ. (გააგრძელეთ კითხვა)