"ველური გული", "მონა იზაურა", "კასანდრა" - 90-იანების ცნობილი სერიალის გმირების ცხოვრება გუშინ და დღეს - კვირის პალიტრა

"ველური გული", "მონა იზაურა", "კასანდრა" - 90-იანების ცნობილი სერიალის გმირების ცხოვრება გუშინ და დღეს

საპნის ოპერები ცივი, ბნელი და უფერული 90-იანების მშვენება იყო. არ გვქონდა წყალი, გაზი, პური, და მაინც საკუთარ თავს არ ვჩიოდით, ოღონდ იზაურა, კასანდრა, უბრალოდ მარია თუ მონიკა ყოფილიყვნენ კარგად. მაშინაც კი, როდესაც მეცხრე ბლოკი დღეში მეათედ ფეთქდებოდა, მთელი სამეზობლო ერთი აკუმულატორით განათებულ ეკრანთან საყვარელი პერსონაჟის ბედ-იღბალზე დარდობდა, მის სიყვარულზე ან ცხოვრებისეულ დაბრკოლებებზე ღელავდა. შეიძლება ამ სერიალების დანიშნულება სწორედ ეს იყო... თუმცა ჩვენი სტატია ვარაუდებზე არაა, არამედ იმაზე, თუ როგორ გაგრძელდა ცნობილი სერიალის გმირების ცხოვრება.

"ველური გული"

ser2-1695590118.jpg

სერიალი "ველური გული" არანაკლებად პოპულარული იყო. მეტსაც გეტყვით, სერიალის მსვლელობის ხანაში არაერთი მონიკა დაიბადა საქართველოში... "ველური გულის" მთავარი გმირები საკმაოდ ახალგაზრდები გარდაიცვალნენ. მონიკას როლის შემსრულებელი ედიტ გონსალესი მუცლის ღრუს ავთვისებიანი სიმსივნით 54 წლის ასაკში დაიღუპა. მას 14 წლის ქალიშვილი დარჩა.

რაც შეეხება ხუანის როლის შემსრულებელ ედუარდო პალომოს, მან ბოლო წლებში კინოგადაღებაზე უარი თქვა და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. ის 41 წლის ასაკში მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა, მაშინ როდესაც მეუღლესა და მეგობრებთან ერთად ლოს-ანჯელესის რესტორანში სადილობდა. დარჩა ქალ-ვაჟი.

"მდიდრებიც ტირიან"

ser3-1695590119.jpg

სერიალ "მდიდრებიც ტირიან" მთავარი როლის შემსრულებელი ვერონიკა კასტრო ძალიან პოპულარული გახდა ამ საპნის ოპერაში შესრულებული როლის შემდეგ. მას შემდეგ მსახიობი ამღერდა, ერთხანს გასართობი შოუც მიჰყავდა. ამჟამად 70 წლისაა და ამასობაში უამრავ ცნობილ სერიალში ითამაშა. მსახიობი არ ეპუება ასაკს და როგორც მექსიკური მედია წერს, არცთუ ისე კვალიფიციურ პლასტიკური ქირურგიის სპეციალისტებს მიმართავს, თუ მისი გარეგნობით ვიმსჯელებთ... ვერონიკა კასტროს 2 შვილი ჰყავს. ის არასდროს ყოფილა დაქორწინებული.

საპნის ოპერაში "მდიდრებიც ტირიან", ვერონიკა კასტროს პარტნიორი, ლუის ალბერტოს როლის შემსრულებელი, თეატრისა და კინოს მსახიობი, როხელიო გერა გახლდათ. მსახიობის ცხოვრება არ ყოფილა მარტივი, პირველი შემოსავალი სასტუმროს პერსონალობით და კურიერობით მოიპოვა. როხელიო გერა სულ 101 ფილმში იყო გადაღებული. 2018 წელს კი რამდენიმეწლიანი ავადმყოფობის შემდეგ 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. გული გაუჩერდა.

გააგრძელეთ კითხვა: 90-იანების ცნობილი სერიალის გმირების ცხოვრება გუშინ და დღეს