"ყველასათვის ცნობილი ორი ადამიანის სასიყვარულო ურთიერთობა ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ფონზე ვითარდებოდა" - 49 წლის კეიტ მოსის მრავალრიცხოვანი რომანები და გურამ გვასალიას სკანდალური კოცნა - კვირის პალიტრა

"ყველასათვის ცნობილი ორი ადამიანის სასიყვარულო ურთიერთობა ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ფონზე ვითარდებოდა" - 49 წლის კეიტ მოსის მრავალრიცხოვანი რომანები და გურამ გვასალიას სკანდალური კოცნა

ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა გურამ გვასალიამ, რომელიც Vetements-ის ერთ-ერთი დამაარსებელია, "ინსტაგრამის" პირად გვერდზე ბრიტანელ სუპერმოდელთან - კეიტ მოსთან ერთად გადაღებული ფოტო დადო, სადაც ჩანს, რომ ისინი ერთმანეთს კოცნიან. ფოტოზე კი წარწერაა: „მიყვარხარ, ქეით“.

ფოტო ყველასათვის მოულოდნელი აღმოჩნდა, თუმცა როგორც კომენტარებიდან ჩანს, მათ შესაძლოა სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდეთ.

methode-sundaytimes-prod-web-bin-382111ea-597a-11ee-9c2e-1c7fe7ce2a43-1696423298.jpg

49 წლის ტოპ-მოდელი 1974 წლის 16 იანვარს ლონდონის ერთ-ერთ რაიონში დაიბადა. კეიტი 13 წლის იყო, როცა მშობლები განქორწინდნენ. მომავალი მოდელის დედა იმ პერიოდში მიმტანად მუშაობდა და ცხოვრების საკმაოდ რთული პერიოდი ჰქონდათ. მარტოხელა დედა ორ შვილთან - კეიტთან და პატარა ნიკთან ერთად მარტო დარჩა. პატარა კეიტი დედას ეხმარებოდა და ატრაქციონებზე ბილეთებს ყიდდა, რათა ოჯახს მეტი შემოსავალი ჰქონოდა. მოგვიანებით, მომავალი ვარსკვლავი სათამაშოების მაღაზიაში გამყიდველის პოზიციაზეც მუშაობდა.

გოგონა ძალიან გამხდარი იყო, თუმცა განსაკუთრებული სილამაზით გამორჩეული მოზარდი მალე შეამჩნია ლონდონის ერთ-ერთმა სამოდელო სააგენტომ. მოგვიანებით ნიუ-იორკის აეროპორტში ის სარა დუკასმა შენიშნა და სამოდელო სააგენტოში მიიწვია. დამწყებმა მოდელმა ბედი სცადა და სწორედ აქედან დაიწყო მისი წარმატებული კარიერა.

screenshot-2023-10-04-161317-1696423300.png

იმ დროს, როცა კეიტ მოსმა სამოდელო კარიერა დაიწყო, პოდიუმის ვარსკვლავებად ლინდა ევანგელისტა, კლაუდია შიფერი და სხვანი ითვლებოდნენ, მოსი კი გარეგნობით განსხვავდებოდა და სტანდარტებს ვერც სიმაღლით აკმაყოფილებდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სწორედ კეიტს უნდა დაენგრია ის სტერეოტიპები, რომლითაც სამოდელო ბიზნესში იქამდე ხელმძღვანელობდნენ.

არასტანდარტული გარეგნობის, განსხვავებული ფიგურისა და სახის ნაკვთების გამო მას თავიდან კომპლექსებიც კი აწუხებდა.

გოგონას განსაკუთრებული ვიზუალი კი ამერიკელმა დიზაინერმა კელვინ კლაინმა შეამჩნია. კლაინი პირველი დიზაინერი იყო, რომელმაც უნისექსის სტილის პოპულარიზაცია დაიწყო. მისი შეხედულებით, კეიტ მოსი, რომელსაც არ ჰქონდა გამოკვეთილი ქალური ფორმები, ყველაზე მეტად უხდებოდა ამ სტილს. გოგონა თავიდან, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ სულ მალე მისი ჰონორარი ნაომი კემპბელის ჰონორარზე მაღალიც კი იქნებოდა.

კეიტ მოსი მალე დიზაინერ კელვინ კლაინის ახალი სუნამოს СK One-ის სახე გახდა. ამერიკელი დიზაინერის შექმნილმა ახალმა სუნამომ რეკორდები მოხსნა, კეიტ მოსი კი, თავისი საფირმო გამოხედვით, ყველასათვის საყვარელ მოდელად იქცა. სწორედ კეიტის შემდეგ დაიწყეს სარეკლამო კამპანიებში გოგონების მკაცრი და განსხვავებული გამოხედვით გადაღება.

კეიტი იყო პირველი მოდელი, რომელმაც მოდის სტანდარტები დაარღვია და მისი ჰონორარი კოლოსალურ თანხებს აღწევდა. მოგვიანებით მას ფილმებსა და სერიალებშიც იღებდნენ, თუმცა ის მთავარ როლებს არ ასრულებდა. მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინემატოგრაფიული ნამუშევარი კი ფილმ „ინფერნოში“ მონაწილეობაა.

screenshot-2023-10-04-161027-1696423299.png

კეიტმა პირველი მილიონი დოლარი 20 წლის ასაკში გამოიმუშავა, 2000 წელს გოგონა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელად ითვლებოდა. მხოლოდ ერთმა კონტრაქტმა, რომელიც მან "შანელის" სამოდელო სახლთან გააფორმა, მოდელს 5 მლნ. დოლარი მოუტანა.

წლების განმავლობაში მოდელი ბრენდ „ტოპშოპთან“ თანამშრომლობდა, რითაც მისი ბიუჯეტი კიდევ რამდენიმე მილიონი დოლარით გაიზარდა, მოგვიანებით ის Louis Vuitton, Dolce & Gabbana, Gucci, Chanel, Dior, Versace და სხვა ყველაზე ცნობილმა მოდის სახლებმა მიიწვიეს. "ფორბსის" ცნობით, სუპერმოდელი იმ დროისთვის მაღალანაზღაურებად მოდელთა სიის მეორე ადგილს იკავებდა, მას მხოლოდ ჟიზელ ბიუნდჰენი უსწრებდა.

2011 წელს მოდელმა ბრენდ Rimmel-თან ერთად საკუთარი კოსმეტიკური პროდუქტი - ტუჩსაცხიც გამოუშვა...

სამოდელო კარიერაში წარმატებას თან ახლდა სკანდალებიც, რომელსაც მთელი მსოფლიო განიხილავდა. როგორც ცნობილია, წარმატებული ახალგაზრდა მოდელი იმდენად შეეჩვია ალკოჰოლურ სასმელებს, რომ შემდეგ, 1998 წელს, კერძო ფსიქიატრიულ კლინიკაში აღმოჩნდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მოდელი ალკოჰოლიზმზე დამოკიდებულებას ებრძოდა.

კლინიკის დატოვების შემდეგ მან 4 კგ. მოიმატა და უფრო ჯანსაღად გამოიყურებოდა. როგორც ამბობენ, მოდელი არ იცავდა დიეტებს და ჩიფსს, სოსისს, პუდინგს, თევზსა და სპაგეტისაც მიირთმევდა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა ისიც, რომ მოდელი კოკაინს მოიხმარდა. ამ სკანდალის გამო, მოდის სახლებმა წარმატებულ მოდელთან არსებული კონტრაქტები გაწყვიტეს.

მოსი არიზონაში ნარკოლოგიურ კლინიკაში დაწვა. რეაბილიტაციის შემდეგ მას მხარი საჯაროდ დაუჭირეს ვარსკვლავებმა - სტელა მაკ-კარტნიმ და ელტონ ჯონმა.

2015 წელს, როდესაც კეიტ მოსი ისევ დაბრუნდა მოდის ინდუსტრიაში, მეგობრის - რიტა ორას წვეულებაზე შავ კაბაში გამოწყობილ მოდელს თეთრი კვალი შეამჩნიეს, მასმედია ისევ ალაპარაკდა კეიტის ნარკოდამოკიდებულების შესახებ.

johnny-depp-kate-moss-1-51dad56d40a5456f99e5a247330d667f-1696423299.jpg
კეიტ მოსი და ჯონი დეპი

ნარკოტიკული თუ ალკოჰოლური დამოკიდებულების პარალელურად, სკანდალები არ წყდებოდა კეიტ მოსის პირად ცხოვრებაში. მას სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა ჰოლივუდის ვარსკვლავთან - ჯონი დეპთან.

კარიერის დასაწყისში მოდელი ფოტოგრაფ მარიო სორენტისთან ერთად რამდენიმე წელი ცხოვრობდა. ჯონი დეპთან შეხვედრის შემდეგ ის ფოტოგრაფს დაშორდა. ყველასათვის ცნობილი ორი ადამიანის სასიყვარულო ურთიერთობა ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის სკანდალის ფონზე ვითარდებოდა. იმ პერიოდში დეპს არ ჰქონდა გადაღებები და ნარკოტიკს მოიხმარდა. დეპისა და მოსის ურთიერთობა მალე დასრულდა, მსახიობმა ახალი რომანი ვანესა პარადისთან გააბა, რომელიც შემდეგ ნარკოდამოკიდებულებასთან გამკლავებაში დაეხმარა.

ჯონი დეპის შემდეგ მოდელის ცხოვრებაში კიდევ რამდენიმე რომანი იყო, მათ შორის, ენტონი ლენგტონთან, ბილი ზეინთან და ჯეკ ნიკოლსონთან.

2002 წელს მოდელს პირველი შვილი - ლილუ გრეისი ჯეფერსონ ჰეკისგან შეეძინა, მათი ურთიერთობაც მალე დასრულდა.

2005 წელს ტაბლოიდები კეიტ მოსის კიდევ ერთ სკანდალურ რომანზე წერდნენ. ამჯერად მოდელის რჩეული მუსიკოსი პიტ დოერთი იყო. სამი წლის განმავლობაში პაპარაცები წყვილის ჩხუბსა თუ ნარკოტიკული თრობის შესახებ ინფორმაციას უზიარებდნენ საზოგადოებას, საბოლოოდ კი ეს რომანიც დასრულდა.

2007 წელს მოდელმა მუსიკალური ჯგუფის - The Kills-ის გიტარისტი გაიცნო, მათ ქორწილი 2011 წლის ივლისში გადაიხადეს. დღესასწაულს უამრავი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის, სნუპ დოგი, სტელა მაკ-კარტნი, ჯუდ ლოუ და სხვანი. კეიტ მოსისთვის სადედოფლო კაბა ჯონ გალიანომ შექმნა. ყველასათვის მოულოდნელად კი, სულ მალე, მუსიკოსმა კეიტი მიატოვა და მოდელ ჯესიკა სტემთან დაიწყო ურთიერთობა.

2048x2730-d585b7f6be5-assets-elleuk-com-gallery-9627-1325888641-they-re-here-kate-moss-s-wedding-pics-land-jpg-1696423299.jpg
კეიტ მოსისა და ჯეიმი ჰინსის ქორწილი

მოგვიანებით ტაბლოიდები წერდნენ, რომ არც კეიტი დარჩენილა მარტო და მას რომანი ჰქონდა ოტო ფონ ბისმარკის შთამომავალთან, ფოტოგრაფ გრაფთან, ნიკოლაი ბისმარკთან. ცოტა ხნის შემდეგ კი საზოგადოებამ შეიტყო, რომ კეიტ მოსის ეს მორიგი სასიყვარულო ურთიერთობაც წარუმატებლად დასრულდა. მედიაში წერდნენ, რომ დაშორების მიზეზი ბისმარკის თავისუფალი ცხოვრების სტილი გახდა.

screenshot-2023-10-04-170110-1696424490.png
ნიკოლაი ბისმარკთან ერთად

სულ ახლახან კი ქართველმა დიზაინერმა გურამ გვასალიამ, რომელიც დემნა გვასალიას ძმაა, "ინსტაგრამზე" კეიტის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც წერდა: „მიყვარხარ, კეიტ“. მედიაში საუბრობენ, რომ მათ რომანი აქვთ, თუმცა არც გურამს და არც სუპერმოდელს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.

382079217-876309013828635-149153660136279496-n-1695401378-1696424558.jpg

2019 წლიდან კეიტ მოსი იაპონური კოსმეტიკური ბრენდის სარეკლამო სახეა. ის აქტიურადაა ჩართული სამოდელო ბიზნესში და ბოლო პერიოდში ბრიტანული „ვოგის“ რედაქტორის თანამდებობასაც იკავებდა.