"ფლანგვის დეტექტორი": "ღამის შოუს" ბენდმა 2020-2023 წლებში ბიუჯეტიდან 344 000 ლარი მიიღო" - კვირის პალიტრა

"ფლანგვის დეტექტორი": "ღამის შოუს" ბენდმა 2020-2023 წლებში ბიუჯეტიდან 344 000 ლარი მიიღო"

იმე­დის "ღა­მის შოუს ბენდმა" 2020-2023 წლებ­ში ₾344 ათა­სი უტენ­დეროდ მი­ი­ღო, ინ­ფორ­მა­ცი­ას „ფლან­გვის დე­ტექ­ტო­რი“ აქ­ვეყ­ნებს. გა­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, 2020-2023 წლე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით ღა­მის შოუს ბენდთან სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებ­მა ჯამ­ში 343,800 ლა­რის 20 გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი შეს­ყიდ­ვა გა­ა­ფორ­მეს, რაც ნიშ­ნავს, რომ აღ­ნიშ­ნულ­მა უწყე­ბებ­მა ექ­სკლუ­ზი­უ­რად ამ ბენდთან გა­და­წყვი­ტა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბა ნაც­ვლად ტენ­დე­რის გა­მო­ცხა­დე­ბი­სა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ „ღა­მის შოუს ბენ­დი“ ცალ­კე იუ­რი­დი­უ­ლი ფორ­მით არ არ­სე­ბობს, ამი­ტო­მაც სა­ჯა­რო უწყე­ბე­ბი მათ თან­ხას სხვა­დას­ხვა კერ­ძო პირ­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბის გზით აძ­ლე­ვენ. ასეთ კერ­ძო პი­რებს წარ­მო­ად­გე­ნენ გი­ორ­გი გა­ბუ­ნია, ჯიმო აბე­სა­ძე, ბექა სუ­ლა­ძე და გელა გნო­ლი­ძე. ბენდთან გა­ფორ­მე­ბულ შეს­ყიდ­ვებ­ში აგ­რეთ­ვე ფი­გუ­რი­რებს ზვი­ად ‘ზვიო’ ბლი­ა­ძე, რო­მე­ლიც 2017-22 წლებ­ში ტე­ლე­კომ­პა­ნია პოსტ ტვ-ის 16%-იან პა­კეტს ფლობ­და.ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, მხო­ლოდ იუ­მო­რისტ გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას ჰო­ნო­რა­რი თი­თო­ე­უ­ლი კონ­ცერ­ტის­თვის ₾3,500-დან ₾5,300-მდე მერ­ყე­ობს."

განაგრძეთ კითხვა