"გადავწყვიტე, რომ ოპერაცია უნდა გამეკეთებინა მეც და "მუცელი მოვიჭერი" - რას ჰყვება მაია ასათიანი? - კვირის პალიტრა

"გადავწყვიტე, რომ ოპერაცია უნდა გამეკეთებინა მეც და "მუცელი მოვიჭერი" - რას ჰყვება მაია ასათიანი?

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი მაია ასათიანი ინსტაგრამზე გამომწერებს მუდმივად უზიარებს სხვადასხვა ინფორმაციას. ინსტაგრამ სთორიში კი ერთ-ერთი კითხვა ნანუკა ჟორჟოლიანთან მეგობრობას ეხებოდა:

"ძალიან ახლო მეგობრები ჩვენ არასდროს ვყოფილვართ. თუმცა, უკვე 27 წელია ვიცნობთ ერთმანეთს. ალბათ 18 წლისები ვიყავით, ერთმანეთი რომ გავიცანით "ალიონში" და მას შემდეგ ძალიან ნორმალური, კარგი ურთიერთობა გვაქვს. ახლაც, მას შემდეგ, რაც ტელევიზიაში აღარ ვარ, ხშირად ვეხმიანებით ხოლმე ერთმანეთს. ჩემი მოტივაცია აბდომინოპლასტიკასთან დაკავშირებით სწორედ ნანუკა იყო, იმიტომ, რომ ნანუკას შედეგი როცა ვნახე, მაშინვე გადავწყვიტე, რომ ოპერაცია უნდა გამეკეთებინა. ასე ვთქვათ, "მუცელი მოვიჭერი".