"ალისკამ დედიკოს ჩუმად გაანდო, რომ მე კი მინდა მასთან მისვლა და ჩახუტება, მაგრამ "ცუდი კაცები" მიშლიან ხელსო" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი? - კვირის პალიტრა

"ალისკამ დედიკოს ჩუმად გაანდო, რომ მე კი მინდა მასთან მისვლა და ჩახუტება, მაგრამ "ცუდი კაცები" მიშლიან ხელსო" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი?

ექ­სპრე­ზი­დენტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილი დღეს იუბილარია. ის 56 წლის გახ­და. მან ამ თა­რიღ­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტი გამოაქვეყნა:

"მე დავ­ბრუნ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში 53 წლის ასაკ­ში, ჯერ კი­დევ ახალ­გაზ­რდა და ენერ­გი­ით სავ­სე, დღეს 56 წლის გავ­ხდი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩემი ხალ­ხი­სა და მი­წის უსა­ზღვრო სიყ­ვა­რულ­მა და იმის ყუ­რე­ბის დიდ­მა ტკი­ვილ­მა და­მაბ­რუ­ნა, თუ რო­გორ ინ­გრე­ვა ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც შევ­ქმე­ნით, რო­გორ გა­ჩერ­და ის, რაც და­ვი­წყეთ. ვი­ცო­დი, რომ და­მი­ჭერ­დნენ, მაგ­რამ ამა­ნაც ვერ შე­მა­ჩე­რა.

რო­გო­რია დღეს ჩემი ცხოვ­რე­ბა? ყო­ველ დღე ჩემი 77 წლის დედა მი­ნი­მუმ ორ სა­ა­თი­ან გზას გა­დის მან­ქა­ნით, რათა საკ­ვე­ბი მო­მი­ტა­ნოს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თვი­თონ ძა­ლი­ან უჭირს, ცდი­ლობს არ შე­იმ­ჩნი­ოს მისი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა და აქეთ გა­მამ­ხნე­ოს, დი­ლა­ო­ბით ყო­ველ­თვის ღი­მი­ლით შე­მო­დის პა­კე­ტით ხელ­ში. ის ჩა­მო­სუ­ლი იყო კი­ევ­ში, რათა და­ვერ­წმუ­ნე­ბი­ნე და გა­და­მე­ფიქ­რე­ბი­ნა ჩემი გან­ზრახ­ვა. მე გა­ვე­პა­რე სახ­ლი­დან და მა­ინც წა­მო­ვე­დი. მთე­ლი ეს თვე­ე­ბი და წლე­ბია ერთხე­ლაც არ მო­მის­მე­ნია მის­გან საყ­ვე­დუ­რი.

ჩემი ჩა­მოს­ვლა მძი­მე ტვირ­თად და­ა­ტყდა 15 წლის ნი­კუ­შას. ეს არის კრი­ტი­კუ­ლი ასა­კი და ვხე­დავ­დი, თუ რო­გო­რი მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სტრე­სი იყო ეს მის­თვის და რო­გორ ვაჟ­კა­ცუ­რად უმკლავ­დე­ბო­და ამ სტრესს. სა­ო­ცა­რი ანა­ლი­ტი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბი გა­ნუ­ვი­თარ­და, ბოლო შეხ­ვედ­რი­სას ძა­ლი­ან ღრმა და სა­ინ­ტე­რე­სო რჩე­ვე­ბი მომ­ცა. მთა­ვა­რია მა­ხა­რებს, რომ ორი­ვემ - ედუ­არ­დმა და ნი­კუ­შა­მაც მი­თხრეს, რომ ჩემი აქ ჩა­მოს­ვლა არ იყო შეც­დო­მა და ისი­ნი ამა­ყო­ბენ მა­მით.

3.5 წლის ალის­კა კი ყვე­ლას უყ­ვე­ბა, რომ მა­მი­კო ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლია სამ­სა­ხურ­ში და ამი­ტომ ვერ მო­დის მის სა­ნა­ხა­ვად. თუმ­ცა დე­დი­კოს ჩუ­მად გა­ან­დო, რომ მე კი მინ­და მას­თან მის­ვლა და ჩა­ხუ­ტე­ბა, მაგ­რამ "ცუდი კა­ცე­ბი" მიშ­ლი­ან ხელ­სო.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემ­თან დაშ­ვე­ბულ ადა­მი­ან­თა წრე უკი­დუ­რე­სად შე­ზღუ­დუ­ლია და ტე­ლე­ფო­ნე­ბის ზა­რე­ბი აკ­რძა­ლუ­ლი მაქვს,

მე ვიცი, რომ მარ­ტო არ ვარ. ასო­ბით ათა­სი ადა­მი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში და უკ­რა­ი­ნას­თან ერ­თად მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი თა­ნა­მიგ­რძნობს და მი­ჭერს მხარს. სწო­რედ ამან გა­და­მა­ტა­ნი­ნა ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა, მო­წამ­ვლა, ცხოვ­რე­ბის რიტ­მის მკვეთ­რი ცვლი­ლე­ბა.ბევ­რი რა­ღაც უფრო კარ­გად და­ვი­ნა­ხე. ბედ­ნი­ე­რი ვარ იმით, რომ ძა­ლი­ან ცოტა ადა­მი­ან­მა გა­მიც­რუა იმე­დი და პი­რი­ქით, ბევ­რმა ადა­მი­ან­მა ძა­ლი­ან კარ­გად გა­მო­ავ­ლი­ნა თავი და სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­მა­ო­ცა. გა­მოჩ­ნდნენ ახა­ლი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი და მე­გობ­რე­ბიც. მე ძა­ლი­ან მით­ბობს გულს თუ რო­გორ და­მიდ­გა გვერ­დზე უკ­რა­ი­ნა, მისი ლი­დე­რი და უამ­რა­ვი უკ­რა­ი­ნე­ლი. სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ვოც­დი, თუ რამ­დე­ნი პო­ზი­ტი­უ­რი სტა­ტია და­ი­წე­რა მსოფ­ლი­ოს პრე­სა­ში ჩემ­ზე და ჩვენს რე­ფორ­მებ­ზე. ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი მსოფ­ლიო მოღ­ვა­წე­ე­ბის მიერ აღ­მოჩ­ნდა, რომ ბევ­რად მეტი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი მყავ­და მსოფ­ლი­ო­ში ვიდ­რე წარ­მო­მედ­გი­ნა და იმე­დი მაქვს, რომ ეს ეხ­მა­რე­ბა ჩემს სა­თაყ­ვა­ნე­ბელ სა­ქარ­თვე­ლო­საც.

ახლა 56 წლის ვარ. თავს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ისე­ვე ახალ­გაზ­რდუ­ლად ვგრძნობ, რო­გორც 2021-ში. მე ვიცი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მტერს ჩემი გა­ნად­გუ­რე­ბა სურს და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ მას ეს არ გა­მო­უ­ვი­დეს. რად­გან ზუს­ტად ვიცი, რომ კი­დევ დავ­ჭირ­დე­ბი ჩემს ორი­ვე ქვე­ყა­ნას - სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნას, ამი­ტომ ახლა ბრძო­ლის ახალ ეტაპ­ზე ვიმ­ყო­ფე­ბი. მე ის ჯა­რის­კა­ცი ვარ, რო­მელ­მაც გა­ი­ა­რა, რამ­დე­ნიც შეძ­ლო და ახლა გა­ივ­ლის იმ­დენს, რამ­დე­ნიც სა­ჭი­როა თი­თო­ე­უ­ლი ქარ­თვე­ლი­სა და უკ­რა­ი­ნე­ლის გა­სა­მარ­ჯვებ­ლად.

მე მწამს, რომ და­ბა­დე­ბუ­ლი ვარ გა­მარ­ჯვე­ბის­თვის და ჩვენ, ყვე­ლა­ნი ერ­თად, და­ვა­მარ­ცხებთ უი­მე­დო­ბა­სა და მარ­ცხზე ფიქ­რსაც კი" - წერს მიხეილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სოციალურ ქსელში.