მამა პეტ­რე კვა­რა­ცხე­ლია საპატრიარქოს ინგლისიდან პასუხობს - დეკანოზი პირ­ველ კო­მენ­ტარს აკე­თებს - კვირის პალიტრა

მამა პეტ­რე კვა­რა­ცხე­ლია საპატრიარქოს ინგლისიდან პასუხობს - დეკანოზი პირ­ველ კო­მენ­ტარს აკე­თებს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის სი­ნო­და­ლუ­რი კო­მი­სი­ის სხდო­მა გა­ი­მარ­თა. სა­პატ­რი­არ­ქოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სხდო­მა დღეს 13 თე­ბერ­ვალს ჩა­ტარ­და, რო­მელ­საც ეს­წრე­ბოდ­ნენ: სსა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრე, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლი­ტი შიო (მუ­ჯი­რი) - კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე; სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ქო­რე­პის­კო­პო­სი, ახალ­ცი­ხი­სა და ტაო-კლარ­ჯე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტი თე­ო­დო­რე (ჭუ­ა­ძე); გო­რი­სა და ატე­ნის მიტ­რო­პო­ლი­ტი ან­დრია (გვა­ზა­ვა); დე­კა­ნო­ზი მი­ქა­ელ ბოტ­კო­ვე­ლი (სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის მდი­ვა­ნი).

კო­მი­სი­ა­ზე ერთ-ერთ სა­კი­თხად გან­ხი­ლუ­ლი იქნა მამა პეტ­რე კვა­რა­ცხე­ლი­ას საქ­მე. გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ, მცხე­თა-თბი­ლი­სის ეპარ­ქი­ის მღვდელმსა­ხუ­რი, დე­კა­ნოზ პეტ­რე კვა­რა­ცხე­ლია, მღვდლის­თვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი ქმე­დე­ბე­ბი­სა და გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბის გამო სამ­გზის იყო და­ბა­რე­ბუ­ლი კო­მი­სი­ა­ზე, მაგ­რამ არ გა­მო­ცხად­და არა­სა­პა­ტიო მი­ზე­ზით, - უცხო­ეთ­ში ყოფ­ნის გამო, რა­ზეც მას, გაფრ­თხი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, კურ­თხე­ვა არ ჰქონ­და აღე­ბუ­ლი.კო­მი­სი­ამ არა­სა­პა­ტი­ოდ სცნო მისი არ­გუ­მენ­ტე­ბი და შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქს, უწ­მინ­დეს­სა და უნე­ტა­რეს ილია II-ს, დე­კა­ნოზ პეტ­რე კვა­რა­ცხე­ლი­ას­თვის კო­მი­სი­ის მო­მა­ვალ სხდო­მამ­დე ყო­ველ­გვა­რი მღვდელ­მოქ­მე­დე­ბის შე­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ”, - ნათ­ქვა­მია სა­პატ­რი­არ­ქოს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მამა პეტ­რე კვა­რა­ცხე­ლია Ambebi.ge-სთან გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე პირ­ველ კო­მენ­ტარს აკე­თებს.

- დიახ, მე ამ­ჯე­რად ვიმ­ყო­ფე­ბი ინ­გლის­ში, ჩემი დის ოჯახ­ში, რომ­ლის მე­უღ­ლეც არის, დე­კა­ნო­ზი ილია ჭიღ­ლა­ძე, ალ­ბათ გსმე­ნი­ათ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით. დღეს ჩა­მოვფრინ­დი. ორ­ჯერ იყო თხოვ­ნა სა­პატ­რი­არ­ქო­დან რომ მივ­სუ­ლი­ყა­ვი. პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვი ის­რა­ელ­ში, რო­დე­საც და­მი­კავ­შირ­დნენ და ვერ ჩა­მო­ვი­დო­დი, ჩემი გან­რი­გი მქონ­და. რომ ჩა­მო­ვე­დი და შეხ­ვედ­რა ვი­თხო­ვე, ე.წ. ღო­რის გრი­პის პე­რი­ო­დი იყო და პრაქ­ტი­კუ­ლად და­უძ­ლუ­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ამის მი­უ­ხე­და­ვად მა­ინც ვა­პი­რებ­დი მის­ვლას. და­ვუ­კავ­შირ­დი მამა ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძეს და მივ­წე­რე წე­რი­ლი, გა­მო­კეთ­დი და შემ­დეგ შევ­ხვდე­თო.

ამის მერე, მოხ­და ისე, რომ მამა მი­ქა­ელ ბოტ­კო­ველს და­ვუ­კავ­შირ­დი, რო­დე­საც უცხო­ეთ­ში ვი­ყა­ვი და ვუ­თხა­რი, რომ ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე თუ მოხ­დე­ბა ეს შეხ­ვედ­რა აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვალ და თუ არა­და სა­ბერ­ძნე­თის ემიგ­რა­ცი­ას­თან არის შეხ­ვედ­რა ჩემი და ამას ვერ ჩავ­შლი-მეთ­ქი, მა­შინ შემ­დეგ მოხ­ვდე­სო შეხ­ვედ­რა. სა­ბერ­ძნე­თი­დან რომ დავ­ბრუნ­დი, ვუ­თხა­რი ჩემს დას­თან მივ­დი­ვარ-მეთ­ქი, წას­ვლის თა­რი­ღიც ვუ­თხა­რი, დღე­ვან­დელ დღეს სამ­შა­ბათს უნდა და­ვე­ბა­რე­ბი­ნე და მივ­სუ­ლი­ყა­ვი მანდ. ვუ­თხა­რი, რომ ორ­შა­ბათს ღამე ბი­ლე­თი აღე­ბუ­ლი მქონ­და და ხუთ­შა­ბათს და­მი­რე­კეს, ვთხო­ვე, რომ იქამ­დე ნე­ბის­მი­ერ დროს მი­ვი­დო­დი, ოღონდ სამ­შა­ბათს ვერ მო­ვალ ბი­ლე­თი აღე­ბუ­ლი მაქვს-მეთ­ქი. აქ არ ვა­პი­რებ დარ­ჩე­ნას, ჩა­მო­ვალ და შევ­ხვდე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად. მათ მიერ დას­მულ ყვე­ლა კი­თხვას გავ­ცემ პა­სუხს. მეც მაქვს კი­თხვე­ბი და იმე­დია ისი­ნიც გას­ცე­მენ პა­სუხს.იხილეთ სრულად