რატომ "გაუჩინარდა" ქეით მიდლტონი? - შეთქმულების თეორიები, რომლებიც "პრინცესას" შესახებ სოცქსელებში ვრცელდება - კვირის პალიტრა

რატომ "გაუჩინარდა" ქეით მიდლტონი? - შეთქმულების თეორიები, რომლებიც "პრინცესას" შესახებ სოცქსელებში ვრცელდება

ადა­მი­ა­ნე­ბის დიდ ნა­წილს, რომ ძა­ლი­ან უყ­ვართ შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ე­ბი ეს გა­საკ­ვი­რი არა­ვის­თვის არის, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ეპო­ქა­ში კი კი­დევ უფრო გაზ­რდი­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფან­ტა­ზია ამა თუ იმ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა ხდე­ბა მა­შინ, როცა საქ­მე ეხე­ბა მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­მე­ფო ოჯა­ხის, უინ­ძო­რე­ბის წევ­რს და მის "გა­უ­ჩი­ნა­რე­ბას"

უელ­სის პრინ­ცე­სა ქეით მიდლტო­ნი 2023 წლის დე­კემ­ბრის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე არ გა­მო­ჩე­ნილ. ონ­ლა­ინ სივ­რცე­ში კი ახლა აქ­ტი­უ­რად იკ­ვლე­ვენ ქე­ი­თის "გაქ­რო­ბის“ საქ­მეს.

prince-william-kate-middleton-public-appearance-1709205545.png

ქე­ი­თის ად­გილ­სამ­ყოფ­ლის შე­სა­ხებ სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი დღი­თი­დღე უფრო მძაფ­რდე­ბა. ვრცელ­დე­ბა არა­ერ­თი თე­ო­რია პრინ­ცე­სას შე­სა­ხებ. ერთი ვერ­სი­ით მან მეფე ჩარლზს თირკმე­ლი გა­და­უ­ნერ­გა და ახლა ძა­ლი­ან ცუ­დად არის, კი­დევ ერთი თე­ო­რი­ის თა­ნახ­მად, პრინ­ცე­სამ წო­ნა­ში მო­ი­მა­ტა და სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­სახ­დო­მი პროგ­რა­მის­თვის მა­ი­ა­მი­ში წა­ვი­და,

გი­ჟურ თე­ო­რი­ებს და­სას­რუ­ლი არ უჩანს, ზო­გი­ერ­თი იმა­საც წერს, რომ პრინ­ცე­სა ნიღ­ბით გა­მოჩ­ნდე­ბა და მომ­ღერ­ლად მოგ­ვევ­ლი­ნე­ბა. ზოგი წერს, რომ ქე­ი­თი გლაზ­გო­ში შე­ნიშ­ნეს და ის ცდი­ლობ­და, სახე და­ე­ფა­რა, რათა ვე­რა­ვის ეცნო. გააგრძელეთ კითხვა