მსოფლიოს "მეორე ჩერნობილი" ემუქრება?! - ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურთან დაკავშირებით საგანგაშო განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

მსოფლიოს "მეორე ჩერნობილი" ემუქრება?! - ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურთან დაკავშირებით საგანგაშო განცხადებას ავრცელებს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მმართველთა საბჭომ მხარი დაუჭირა კიევის მიერ შემუშავებული რეზოლუციის პროექტს, უკრაინაში ბირთვული უსაფრთხოებისა და გარანტიების შესახებ, რომელიც რუსეთს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დატოვებას ავალდებულებს, - ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო იუწყება.

„კერძოდ, დოკუმენტი, მოუწოდებს რუსეთს, სასწრაფოდ გაიყვანოს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან ყველა არასანქცირებული პერსონალი, სამხედრო პერსონალის ჩათვლით, და დაუყოვნებლივ დააბრუნოს სადგური უკრაინის კომპეტენტური ორგანოების სრული კონტროლის ქვეშ. ეს აუცილებელია უსაფრთხო და საიმედო მუშაობის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მიღებულ დოკუმენტში ასევე გამოხატულია სერიოზული შეშფოთება, ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის არასტაბილური მდგომარეობის შესახებ. ეს განსაკუთრებით ეხება ადგილზე კვალიფიციური პერსონალის ნაკლებობას, გეგმური ტექნიკური სამუშაოების განხორციელების ხარვეზებს, წყალმომარაგებისა და ელექტრომომარაგების სისტემების სისუსტეს, ასევე ნაღმების დამონტაჟებას ბუფერულ ზონაში, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შიდა და გარე პერიმეტრს შორის.

ეს არის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭოს მეოთხე რეზოლუცია, რომელიც უკრაინის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ რუსეთის ქმედებებს გმობს.

"ინტერპრესნიუსი"