"თბილისში ამბობდნენ, რომ თამარს ხშირად ხედავენ სასაფლაოზე" - სად გაქრა გვერდწითელი რუსეთის დატოვების შემდეგ? - კვირის პალიტრა

"თბილისში ამბობდნენ, რომ თამარს ხშირად ხედავენ სასაფლაოზე" - სად გაქრა გვერდწითელი რუსეთის დატოვების შემდეგ?

"ერთ დროს თუ ვინ­მეს შე­ეძ­ლო რუ­სულ სცე­ნა­ზე ალა პუ­გა­ჩო­ვას­თან ნი­ჭით შე­ჯიბ­რე­ბა, ეს იყო თა­მა­რა გვერდწი­თე­ლი" - ასე იწყებს სტა­ტი­ას რუ­სუ­ლი მე­დია, სა­დაც სვამს კი­თხვას, თუ სად გაქ­რა მომ­ღე­რა­ლი რუ­სე­თის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ.

ბოლო წლებ­ში გვერდწი­თე­ლის ცხოვ­რე­ბა რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. რუ­სეთ­ში და­ფა­სე­ბუ­ლი ვარ­სკვლა­ვი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დად­გა, უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ და­ე­ტო­ვე­ბი­ნა ქვე­ყა­ნა, სა­დაც ბოლო ათწლე­უ­ლე­ბი ცხოვ­რობ­და და კა­რი­ე­რა აე­წყო თუ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო და პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის­თვის მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნა. არ­ჩე­ვა­ნი უკ­რა­ი­ნის სა­სარ­გებ­ლოდ გა­ა­კე­თა და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და, რამ­დე­ნი­მე თვე­ში კი საყ­ვა­რე­ლი დედა და­ე­ღუ­პა.

"18 იან­ვარს თა­მარ გვერდწი­თელს 62 წელი შე­უს­რულ­და. 2022 წელს, რაც მომ­ღე­რალ­მა რუ­სე­თი და­ტო­ვა, მას შემ­დეგ სა­ზღვა­რი აღარ გა­და­უკ­ვე­თია" - წერს რუ­სუ­ლი მე­დია.

მძი­მე ავად­მყო­ფო­ბა

2022 წელს ექი­მებ­მა გვერდწი­თე­ლის დე­დას, გუ­ლის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. ქალ­მა გა­და­წყვი­ტა დედა სა­ზღვარ­გა­რეთ გა­და­ეყ­ვა­ნა სამ­კურ­ნა­ლოდ. სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტად კი ის­რა­ე­ლი აირ­ჩია.

ექი­მე­ბი რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში 83 წლის ქალს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის იმედს არ აძლვდნენ, ინა ვოლ­ფოვ­ნა გარ­და­იც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია რუ­სულ მე­დი­ა­ში სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­მა გა­ავ­რცე­ლა.

დე­დის და­კარ­გვა ნამ­დვი­ლი დარ­ტყმა იყო მომ­ღერ­ლის­თვის. მტკივ­ნე­ულ­მა და­ნა­კარ­გმა ლა­მის სა­წოლს მი­ა­ჯაჭ­ვა. რო­გორც მა­შინ რუ­სუ­ლი მე­დია წერ­და, ორ­ჯერ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, რაც შემ­დგომ გვერდწი­თე­ლის პრო­დი­უ­სერ­მა უარ­ყო.

ბოლო წლებ­ში თა­მა­რა გვერდწი­თე­ლის­თვის დე­დის და­კარ­გვა მე­ო­რე მძი­მე ტრა­გე­დია იყო. რამ­დე­ნი­მე წლის წინ მომ­ღე­რა­ლის მე­ო­რე ქმა­რი, გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა.”თა­მა­რის­თვის დედა მთე­ლი მსოფ­ლი­ოა. ამ ჭრი­ლო­ბას ვე­რას­დროს ვე­რა­ვინ მო­უ­შუ­შებს“, - გა­ნა­ცხა­და სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში. იხილეთ სრულად