"საქართველოში შესაძლოა, 680 მილიონი ტონა ნავთობი აღმოაჩინონ" - კვირის პალიტრა

"საქართველოში შესაძლოა, 680 მილიონი ტონა ნავთობი აღმოაჩინონ"

"ერთი საძიებო ჭაბურღილი ზღვაში დაახლოებით 100-დან 150 მილიონამდე ჯდება"

"ამერიკულმა კომპანიამ მონიშნა კიდეც ადგილი, სად უნდა გაებურღა ჭაბურღილი, მაგრამ..."

ამონარიდი გაზეთ ”ყველა სიახლიდან”:

გეოლოგი სოსო ღუდუშაური, გაზის და ნავთობის კორპორაციის ნავთობისა და გაზის ხელშეკრულებების დეპარტამენტის ექსპერტი:

- წინა ხელისუფლების პერიოდში მუდმივად იმაზე იყო ლაპარაკი, რომ საქართველოში ნავთობი და გაზი არ არის, რაც არასწორია. ფაქტია, რომ საქართველოში დღეს 16 საბადოა, მათ შორის, 15 ნავთობის და ერთი - გაზის. საქართველოს მასშტაბით ახლა მონიშნულია დაახლოებით 40 უბანი, სადაც შეიძლება იყოს ნავთობის საბადო.

- ამბობენ, რომ საქართველო შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან ერთადერთია, რომელიც შავ ზღვაში ნავთობის საძიებო სამუშაოში არ მონაწილეობს. ზოგი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ძალზე ძვირად ღირებული ”სიამოვნებაა”...

- ამერიკულმა ნავთობკომპანია ”ანადარკომ” შავ ზღვაში ფართო სეისმოძიება ჩაატარა, ლაპარაკია ფოთის განედის სამხრეთით, სამეგრელოსა და აჭარის მიმდებარე ზღვის ნაწილზე (აფხაზეთის აკვატორიას ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ), გამოვლენილია რამდენიმე უბანი, სადაც დიდი ალბათობით არის საბადოები. ორ უბანზე ამერიკულმა კომპანიამ მონიშნა კიდეც ადგილი, სად უნდა გაებურღა ჭაბურღილი. მოხდა ისე, რომ ამ დროისათვის, 2008 წლისთვის, კომპანიას ე.წ. ძებნა-ძიების ფაზა უსრულდებოდა. საერთოდ, ზღვაში ნავთობის ძებნა, განსაკუთრებით ბურღვა, ძალზე ძვირია, ერთი საძიებო ჭაბურ-ღილი ზღვაში დაახლოებით 100-დან 150 მილიონამდე ჯდება, მაშინ როცა ხმელეთზე დანახარჯი სულ 10 მილიონამდეა. ამასთანავე, რისკი, რომ ნავთო-ი შეიძლება არ აღმოჩნდეს, ძალზე მაღალია - აღმოჩენის ალბათობა 20-25 პროცენტს არ აჭარბებს, ანუ ფული შეიძლება ჰაერში გადაყრილი აღმოჩნდეს, ნავთობმოპოვებაში ასეა, თუმცა, როგორც ამბობენ, ვინც არ რისკავს, ვერც შამპანურს სვამს... კომპანია ”ანადარკომ” გვითხრა, რომ ასეთ რისკს მარტო ვერ გასწევდა, ვერც პარტნიორი მონახა და ლიცენზიის გაგრძელებაზეც სახელმწიფომ უარი უთხრა. ამჟამად დღის წესრიგშია ტენდერის ჩატარება, ამ ტერიტორიაზე ახალი კომპანიები უნდა შემოვიდნენ... იმ 40 უბანზე, სადაც მივიჩნევთ, რომ შესაძლოა საბადოები იყოს, ნავთობის რესურსის რაოდენობა დაახლოებით 680 მილი-ონი ტონაა, ხოლო ბუნებრივი აირის - 150 მილიარდი კუბ. მეტრი. ყველაზე მეტი ალბათობა კომერციული საბადოების აღმოჩენისა თბილისთან ახლოს და შავ ზღვაშია.

ინტერვიუ სრულად იხილეთ გაზეთ ”ყველა სიახლის” ოთხშაბათის ნომერში.