"ლადოს ზოგჯერ ატირებული დის ხმაზე აქვს რეაქცია" - სასკოლო ბანკეტის ტრაგიკული ისტორია - კვირის პალიტრა

"ლადოს ზოგჯერ ატირებული დის ხმაზე აქვს რეაქცია" - სასკოლო ბანკეტის ტრაგიკული ისტორია

"ლადოს ზოგჯერ მისი დის ხმის გაგონებაზე აქვს რეაქცია. ერთადერთ ძმასთან რეანიმაციაში შესულ გოგონას თითქოს აგრძნობინებს, რომ ესმის მისი... ლადო სპორტულად ცხოვრობდა, ფეხბურთზე დადიოდა, სტიქაროსანია" - ამბობს ლადოს ჩაჩანიძის ოჯახის ახლობელი ჩვენთან საუბარში. ლოლიტა დედისერთაა...

29 მაისს თბილისში, 84-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები სკოლის დამთავრებას ზეიმობდნენ. ბანკეტზე მიმავალი კლასელები, ლადო ჩაჩანიძე და ლოლიტა ჯულაყიძე რესტორანში მისვლამდე ავარიაში მოყვნენ და თავის ტვინის მძიმე დაზიანება მიიღეს. უმძიმეს მდგომაროებაში მყოფი ახალგაზრდები სუნთქვის აპარატზე არიან მიერთებული.

აი, რა გვიამბო ჩვენმა რესპოდენტმა:

- მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ორგანიზმზეა დამოკიდებულიო. რაღაც დროის განმავლობაში ლადო კონტაქტური იყო, ერთ დღეს კი საერთოდ გაითიშა, გულის პრობლემები შეექმნა, შემდეგ, მადლობა ღმერთს, ისევ დარეგულირდა მდგომარეობა... მთელი ცხოვრება ვარჯიშობდა, ფეხბურთზე დადიოდა. სწავლითაც კარგად სწავლობდა. ქაშუეთში სტიქაროსანი იყო. მისი მოძღვარი ყოველდღე დადის, სხვა მამებიც მოვიდნენ. შვიდგზის ზეთი აცხეს, არაერთი პარაკლისი გადაუხადეს.

- და როგორაა?..

- ძალიან განიცდის. ხშირად შედის რეანიმაციაში ლადოსთან და ელაპარაკება... მშობლებზე საერთოდ ვერაფერს ვამბობ, იმდენად ცუდ დღეში არიან...

- თქვით, ზოგჯერ დის საუბარი ესმისო...

- დიახ, ხან რეაგირებს, ხან არა... ლოლიტა ორი დღის წინ ისრაელში გადაიყვანეს.

- ბავშვობის მეგობრები არიან?..

- დიახ, პირველი კლასიდან ერთად სწავლობდნენ.

გთხოვთ, დახმარების სურვილის შემთხვევაში თანხა ჩარიცხოთ ქვემოთ მითითებული ანგარიშებიდან ერთ-ერთზე:

მიმღები ლია ჩაჩანიძე

საქ. ბანკი: GE55BG0000000825949000 ბანკის კოდი: BAGAGE22 ლიბერთი ბანკი: GE19LB0711131897523000 ბანკის კოდი: LBRTGE22 TBC ბანკი: GE78TB7981545061600006 ბანკის კოდი: TBCBGE22 Emoney: 382219140

უცხოეთიდან გადმოსარიცხად საქ. ბანკის დოლარის ანგარიშის რეკვიზიტები: Beneficiary: CHACHANIDZE LIA, Address: badiauri str. 25, tbilisi 0103, georgia. Intermediary bank: citibank N.A., NY, USA; SWIFT CITIUS33, Bank address: gagarin street 29a, tbilisi 0160, GEORGIA. GE55BG0000000825949000

ევროს ანგარიშის რეკვიზიტები: Beneficiary: CHACHANIDZE LIA, Address: badiauri str. 25, tbilisi 0103.Georgia. Intermediary bank: Commerzbank, Frankfurt, Germany; SWIFT: COBADEFF, Bank address: gagarin street 29a, tbilisi 0160, GEORGIA. GE55BG0000000825949000

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)