"ოდესა კრიმინალთა შეკრებების ადგილი არ არის" - ვინ არის კრიმინალური ავტორიტეტი "გუგა", რომელიც უკრაინაში დააკავეს? - კვირის პალიტრა

"ოდესა კრიმინალთა შეკრებების ადგილი არ არის" - ვინ არის კრიმინალური ავტორიტეტი "გუგა", რომელიც უკრაინაში დააკავეს?

ოდესაში კრიმინალური ავტორიტეტი "გუგა" დააკავეს

სამართალდამცავებმა ოდესაში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი სერგეი ღლონტი, ზედმეტსახელად "გუგა" დააკავეს. როგორც ცნობილია, ოპერაცია უკრაინაში ორგანიზებული კრიმინალის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლას უკავშირდება. დაკავების შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი უკრაინული "ინტერფაქსის" საშუალებით გახდა.

ოდესის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელმა დიმიტრი გოლოვინმა კომენტარიც გააკეთა:

"ჩვენ დავაკავეთ კრიმინალური ავტორიტეტი სერგეი ღლონტი, რომელიც ქვეყანაში არაკანონიერად იმყოფებოდა. ამჟამად კი განიხილება საკითხი მისი დეპორტაციის შესახებ. ოდესა კრიმინალთა შეკრებების ადგილი არ არის".

წარსულში ღლონტი უკანონო საბუთების დამზადებასა და ნარკოტიკული ნივთიერებების გამო დააკავეს.

როგორც ცნობილია, "გუგა" პირველად 1994 წელს დააკავეს. მისი "კანონიერ ქურდად" მონათვლა დათო "ტაშკენტსკის" და დათო "თბილისკის" უკავშირდება.

მოამზადა ეკა გადახაბაძემ