მეტროს სადგური "ვარკეთილი" მგზავრებს, სავარაუდოდ ხვალიდან მოემსახურება - კვირის პალიტრა

მეტროს სადგური "ვარკეთილი" მგზავრებს, სავარაუდოდ ხვალიდან მოემსახურება

მეტროს სადგური"ვარკეთილი"მგზავრებს, სავარაუდოდ ხვალ, 06:00 საათიდან მოემსახურება.

როგორც "ინტერპრესნიუსს"თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან აცნობეს, "ვარკეთილის"მეტროში დასუფთავების სამუშაოები უკვე დასრულდა.

დღეს დილით ე.წ. შეკიდული ჭერის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. მათგან სამს ოპერაციული ჩარევა დასჭირდა, რამდენიმე მათგანი ტვინის შერყევის დიაგნოზით ნეიროქირურგიულ განყოფილებებში მკურნალობს.

"ინტერპრესნიუსი"