"ქურდული სამყაროს" ლობი საჯარო სექტორში უნდა ვეძებოთ..." - კვირის პალიტრა

"ქურდული სამყაროს" ლობი საჯარო სექტორში უნდა ვეძებოთ..."

"ფინანსური ელიტა კრიმინალურ სამყაროს საკუთარი მიზნებისთვის იყენებს"

ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის დასჯადი პირების წრე ფართოვდება და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა, ქურდული შეკრების ორგანიზება და ქურდული სამყაროს წევრისთვის, თუ ე.წ. კანონიერი ქურდისთვის მიმართვა დანაშაულად ცხადდება. რატომ დადგა კანონის გამკაცრება დღის წესრიგში, "კვირის პალიტრას" ექსპერტი დავით კუხალაშვილი ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- თუ სასამართლო სხდომებს დაესწრებით, მარტივად შეგიძლიათ პოლიციის აგენტურის გაშიფვრა, რაც კრიმინალური ავტორიტეტებსაც მოქმედებას უადვილებს.

როგორც ვიცით, კრიმინალური ავტორიტეტები ძირითადად ქვეყნის გარედან ცდილობენ საქართველოში მხარდამჭერების შემოკრებას, რაც ჯერ კიდევ კანონმდებლობით არ ისჯება. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი ღონისძიებები გასატარებელი, თუმცა, მხოლოდ კანონმდებლობის გამკაცრება ამ შემთხვევაში დადებით შედეგამდე ვერ მიგვიყვანს.

მთავარი პრობლემა ფინანსურ ელიტაშია, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად კრიმინალურ სამყაროს საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ.

მთავარი იმ ლობის გამოვლენაა, რომელიც საჯარო სექტორში აუცილებლად არსებობს და საიდანაც, დამატებით ინფორმაციასა თუ დახმარებას იღებენ კრიმინალური ავტორიტეტები. გვახსოვს რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ქურდული სამყაროს არა მხოლოდ რიგითი წევრი, ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა საქართველოში შემოვიდა და ისე დატოვა საზღვარი, თითიც კი ვერავინ დაადო. ეს ღია გზავნილი იყო მათთვის, რომ ქვეყანაში ძალოვანი სტრუქტურები დასუსტდნენ და წინააღმდეგობის გაწევის დიდი რესურსი არ გააჩნიათ. პირველ რიგში, გასაძლიერებელია პოლიციის აკადემია, სადაც, ძირითადად, ასწავლიან გადმოთარგმნილ ლიტერატურასა თუ მოქმედების გეგმას, რომელიც განვითარებულ ქვეყნებზეა მორგებული და ჩვენს რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. ვერც ოპერატიული სამსახური მუშაობს სათანადოდ... რადიკალური ზომებია მისაღები და მისი აღსრულება თუ არ დაჩქარდა, კრიმინალური ავტორიტეტების ჯგუფი კიდევ უფრო საშიშ კონდიციას მიაღწევს.

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად

რუსუდან შელია