ქართველი კლასიკოსი მწერლის, თამაზ ჭილაძის აქამდე უცნობი ფოტოები - კვირის პალიტრა

ქართველი კლასიკოსი მწერლის, თამაზ ჭილაძის აქამდე უცნობი ფოტოები

განათლების საკითხების მკვლევარი, სიმონ ჯანაშია სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" ყველასათვის საყვარელი მწერლის, თამაზ ჭილაძის ფოტოებს აქვეყნებს. დიდი ქართველი კლასიკოსი მწერალი და დრამატურგი თამაზ ჭილაძე 28 სექტემბერს 87 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

თამაზ ჭილაძე 1931 წლის 5 მარტს, ქალაქ სიღნაღში დაიბადა. 1938 წელს შეიყვანეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლაში.

საშუალო სკოლა კი თბილისში დაამთავრა (ვაჟთა მე-7 სკოლა), შემდეგ სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, შემდეგ კი - ასპირანტურაში. ავტორია არაერთი ცნობილი პროზაული ნაწარმოებისა და პიესის.

თამაზ ჭილაძეს მიღებული აქვს რუსთაველის (1992), სახელმწიფო (1997) და კიდევ რამდენიმე სხვა პრემია, მათ შორის ალექსანდრე ყაზბეგის, აკაკი წერეთლის, გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიები. 1996 წელს დასავლეთ გერმანიის რადიო მაუწყებლობამ მიანიჭა პირველი პრემია პიესისათვის „სამოთხის კვარტეტი“. 1999 წელს კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ცენტრმა 1999-2000 წლების „საერთაშორისო ადამიანის“ წოდების ნომინანტად დაასახელა.

მწერლის ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე, მათ შორის: ფრანგულად, ინგლისურად, უკრაინულად, ესპანურად, იტალიურად, ჩეხურად, სლოვაკურად, სერბულად, უნგრულად, ბულგარულად, პოლონურად, თურქულად, სომხურად, ესტონურად, ლატვიურად, ლიტვურად. (წყარო) იხილეთ ასევე: "სიყვარულს, როგორც ვეება კოცონს, ფერფლიც დიდი აქვს" - და ისევ "ოთართან ერთად"