გიორგი გახარიამ ნიკოლ ფაშინიანს კავკასიური წმინდა ჯიშის მეცხვარე ძაღლი აჩუქა - კვირის პალიტრა

გიორგი გახარიამ ნიკოლ ფაშინიანს კავკასიური წმინდა ჯიშის მეცხვარე ძაღლი აჩუქა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოში ვიზატად მყოფ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს წმინდა კავკასიური ჯიშის მეცხვარე ძაღლი აჩუქა. ამის შესახებ სომხეთის მთავრობის მეთაურმა სოციალურ ქსელში დაწერა, სადაც გამოქვეყნა ფოტო გიორგი გახარიასთან და ნაჩუქარ თეთრი ფერის მეცხვარე ძაღლთან ერთად.

"ჩემი მეგობრის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ძვირფასი საჩუქარი, ბომბორი, წმინდა კავკასიური მეცხვარე. ის იქნება ჩვენი მეხუთე ძაღლი კაილოს, დათვის, ამპიკას და მოლის შემდეგ. მადლობა!"- წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი "ფეისბუქზე".

ცნობისთვის, საქართველოს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დღეს ეწვია. სომხეთის პრემიერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა.

ვიზიტის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს შეხვდა. ნიკოლ ფაშინიანმა ასევე შეხვედრა გამართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ხვალ, 4 მარტს დასრულდება.

"ინტერპრესნიუსი"