რეზო გიგინეიშვილის ახალი სიყვარული: ვინ არის სკანდალური რეჟისორის 48 წლის რჩეული - კვირის პალიტრა

რეზო გიგინეიშვილის ახალი სიყვარული: ვინ არის სკანდალური რეჟისორის 48 წლის რჩეული

ერთი თვის წინ, რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თველ­მა რე­ჟი­სორ­მა რეზო გი­გი­ნე­იშ­ვილ­მა "ინ­სტაგ­რამ­ზე" პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ, პირ­ვე­ლად გა­მო­ხა­ტა სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია. გი­გი­ნე­იშ­ვილ­მა 2008 წელს რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ფლიქ­ტი გა­იხ­სე­ნა და გა­ნა­ცხა­და, რომ მისი სამ­შობ­ლოც რუ­სე­თის მიერ არის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი.

"კე­თი­ლი იყოს თქვე­ნი მობ­რძა­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ გთხოვთ, როცა გე­კი­თხე­ბი­ან ოკუ­პა­ცი­ის შე­სა­ხებ, არ თქვათ, რომ არ გეს­მით პო­ლი­ტი­კა. ვე­ცა­დე ბევ­რი ხე­ლო­ვა­ნი, ჩემი კო­ლე­გა და­მერ­წმუ­ნე­ბი­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ოკუ­პი­რე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ მათ­თვის აფხა­ზეთ­ში არ­და­დე­გებ­ზე და ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე ჩას­ვლა კომ­ფორ­ტუ­ლი იყო. მე არ მეს­მის მათი. რაც ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი იყო, მათი პა­ტი­ვის­ცე­მის ობი­ექ­ტი არ გამ­ხდა­რა. ახლა მა­ინც!..“ - წერს გი­გი­ნე­იშ­ვი­ლი...

რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის რე­ჟი­სორს სა­ინ­ტე­რე­სო ბი­ოგ­რა­ფია აქვს. რუ­სუ­ლი მე­დია მას­ზე წერს, რომ სა­ო­ცა­რი უნა­რი აქვს, შეკ­რი­ბოს რუ­სუ­ლი კი­ნოს ვარ­სკვლა­ვე­ბი და კარ­გი ფილ­მი გა­და­ი­ღოს.

ბავ­შვო­ბა და ახალ­გაზ­რდო­ბა

მო­მა­ვა­ლი კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტი 1982 წლის 19 მარტს თბი­ლის­ში, ექი­მი­სა და მე­ვი­ო­ლი­ნეს ოჯახ­ში და­ი­ბა­და. შვი­ლე­ბის გა­ჩე­ნის შემ­დეგ დე­დამ ირი­ნა წი­ქო­რი­ძემ მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რა მი­ა­ტო­ვა და მათ გაზ­რდა­ზე გა­და­ერ­თო. ამა­სო­ბა­ში რე­ზოს მა­მის კა­რი­ე­რა ელ­ვის სის­წრა­ფით გან­ვი­თარ­და. და­ვით გი­გი­ნე­იშ­ვი­ლი ბორ­ჯო­მის ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი კუ­რორ­ტის უფ­რო­სად და­ი­ნიშ­ნა. მა­მის საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, 1990-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში გი­გი­ნე­იშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხი სა­ცხოვ­რებ­ლად მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და.

დე­და­ქა­ლაქ­ში რე­ზომ სწრა­ფად შე­ი­ძი­ნა ახა­ლი მე­გობ­რე­ბი. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ კი მო­მა­ვალ პრო­ფე­სი­ად კინო რე­ჟი­სო­რო­ბა აირ­ჩია. ორი წლით ადრე, გავ­ლე­ნი­ა­ნი მა­მის დახ­მა­რე­ბით, 15 წლის რეზო ერთ-ერთ ტე­ლე­არხზე ასის­ტენ­ტად და­ა­საქ­მეს. ის პირ­ვე­ლი­ვე წელს ჩა­ი­რი­ცხა VGIK-ში, სა­დაც მარ­ლენ ხუ­ცი­ე­ვის ჯგუფ­ში მი­ი­ღეს.

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

რე­ჟი­სო­რის პირ­ვე­ლი ცოლი შოუ "ვარ­სკვლა­ვე­ბის ფაბ­რი­კის" მო­ნა­წი­ლე ანას­ტა­სია კო­ჩეტ­კო­ვა გახ­და. წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი ჯერ კი­დევ მა­შინ გა­იც­ნო, რო­დე­საც ახალ­გაზ­რდა მომ­ღე­რა­ლი 17 წლის იყო. ანას­ტა­სი­ას მშობ­ლე­ბი კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბოდ­ნენ ამ ქორ­წი­ნე­ბას, რად­გან გო­გო­ნას ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის­თვის ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდად თვლიდ­ნენ. მაგ­რამ მალე ქორ­წი­ლი გა­მო­ა­ცხა­დეს.

მალე სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლი მაშა შე­ე­ძი­ნათ, მაგ­რამ მათი ქორ­წი­ნე­ბა სკან­და­ლუ­რი გან­ქორ­წი­ნე­ბით დას­რულ­და. წყვი­ლი არა­ერ­თხელ და­შორ­და ერ­თმა­ნეთს და შემ­დეგ ისევ რიგ­დე­ბოდ­ნენ. სა­ბო­ლო­ოდ, ქორ­წი­ნე­ბა მა­ინც დას­რულ­და.

მალე გი­გი­ნე­იშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში ახა­ლი ქალი შე­მო­ვი­და, რო­დე­საც გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე რე­ჟი­სორ ნი­კი­ტა მი­ხალ­კო­ვის ქა­ლიშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი ნა­დეჟ­და მი­ხალ­კო­ვა გა­იც­ნო. 4 წლის შემ­დეგ სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია ქორ­წი­ნე­ბით გაგ­რძელ­და. წყვილ­მა კა­ხეთ­ში, ბოდ­ბის უძ­ვე­ლეს მო­ნას­ტერ­ში იქორ­წი­ნა. ქორ­წი­ლი კი წი­ნან­დალ­ში გა­და­ი­ხა­დეს. მა­შინ ამ ქორ­წი­ნე­ბა­ზე რო­გორც რუ­სუ­ლი, ასე­ვე ქარ­თუ­ლი მე­დია ბევ­რს წერ­და, რად­გან ქორ­წილს ქარ­თუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი და პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. ამ­ბობ­დნენ, რომ ქორ­წილს და­ეს­წრო მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

rezo2-1667054204.jpg

წყვილს ორი შვი­ლი, ქალ-ვაჟი - ნინა და ივა­ნე შე­ე­ძი­ნათ. და-ძმა ერ­თსა და იმა­ვე დღეს, 21 მა­ისს და­ი­ბა­და, მაგ­რამ 2011 და 2013 წლებ­ში.

2016 წელს რუ­სულ მე­დი­ა­ში წერ­დნენ, რომ წყვი­ლი გან­ქორ­წი­ნე­ბის ზღვარ­ზე იყო. მა­შინ რე­ჟი­სორ­მა ინ­ტერ­ვი­უ­ში ჭო­რე­ბი უარ­ყო და გა­ნა­ცხა­და, რომ და­შო­რე­ბა­ზე არც კი ფიქ­რობ­დნენ. თუმ­ცა, 2017 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ნა­დეჟ­დამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­ი­ტა­ნა გან­ცხა­დე­ბა გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზე. „მძევ­ლე­ბის“ პრე­მი­ე­რა­ზე წყვი­ლი ცალ-ცალ­კე გა­მოჩ­ნდა. მი­ხალ­კო­ვა კა­მე­რე­ბის წინ მარ­ტო პო­ზი­რებ­და, რე­ჟი­სო­რი კი ახალ შეყ­ვა­რე­ბულ სო­ფი­კო შე­ვარ­დნა­ძეს­თან ერ­თად - წერ­და რუ­სუ­ლი მე­დია.

თუმ­ცა შე­ვარ­დნა­ძე-გი­გი­ნე­იშ­ვი­ლის რო­მა­ნი, რო­გორც ჩანს, არ შედ­გა, რად­გან რე­ზოს ცხოვ­რე­ბა­ში ახა­ლი ქალი ნა­დეჟ­და ობო­ლენ­ცე­ვა გა­მოჩ­ნდა. წყვილ­მა ხელი 2019 წლის 18 ივ­ლისს მო­ა­წე­რა, რის შემ­დე­გაც მას­შტა­ბუ­რი წვე­უ­ლე­ბა გა­მარ­თეს. რო­გორც რე­ზოს­თვის, ასე­ვე ნა­დეჟ­დას­თვის ეს მე­სა­მე ქორ­წი­ნე­ბა იყო. ნა­დეჟ­და ობო­ლენ­ცე­ვა ორ­ჯერ იყო გა­თხო­ვი­ლი. მისი პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე ცნო­ბი­ლი რუსი ბიზ­ნეს­მე­ნი დე­ნის მი­ხა­ი­ლო­ვი, მე­ო­რე კი "ნეფ­ტო­გაზ ინ­დუსტრი­ის" თა­ნამ­ფლო­ბე­ლი აი­რატ ის­ხა­კო­ვი გახ­ლდათ. ობო­ლენ­ცე­ვა მე­ო­რე მე­უღ­ლეს სკან­და­ლუ­რად გა­შორ­და. მე­დია მა­ში­ნაც წერ­და, რომ მი­ზე­ზი ფუ­ლა­დი გარ­ჩე­ვე­ბი გახ­და.

სამ­წუ­ხა­როდ, იდი­ლია დიდ­ხანს არ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა. 2020 წლის აგ­ვის­ტო­ში მე­დია წერ­და, რომ მათ პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­დათ, ოქ­ტომ­ბერ­ში ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ წყვი­ლი და­შორ­და. (გააგრძელეთ კითხვა)