"იძულებული ვიყავი, ქვეყანა დამეტოვებინა" - რას წერს ჟურნალისტი თორნიკე კვერენჩხილაძე? - კვირის პალიტრა

"იძულებული ვიყავი, ქვეყანა დამეტოვებინა" - რას წერს ჟურნალისტი თორნიკე კვერენჩხილაძე?

თორ­ნი­კე კვე­რენ­ჩხი­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ სა­ქარ­თვე­ლო იძუ­ლე­ბით და­ტო­ვა. მი­ზე­ზი კი წარ­თმე­უ­ლი პრო­ფე­სი­აა. ჟურ­ნა­ლის­ტი ბო­ლოს "ტვ პირ­ველ­ზე“ მუ­შა­ობ­და, სა­ი­და­ნაც რამ­დე­ნი­მე თვეა, რაც წა­მო­ვი­და. მა­შინ AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ტე­ლე­ვი­ზია აღარ აინ­ტე­რე­სებ­და.

"არხს არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ზო­გა­დად ახლა მე­დი­ა­ში ყოფ­ნის აზრს ვერ ვხე­დავ. სა­ხელ­მწი­ფო აღარ გვაქვს, მე­დია სულ სხვა ველ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მისი მარ­გი­ნა­ლი­ზა­ცია მო­ახ­დი­ნეს, - პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი ვა­კე­თეთ... არას­წორ­მა, და­ნა­შა­უ­ლებ­რივ­მა პო­ლი­ტი­კამ მოგ­ვიკ­ლა ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვა. მე­დი­ის გა­ნად­გუ­რე­ბის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი კამ­პა­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობს. არას­წორ სა­ხელ­მწი­ფო­სა და მა­რაზმში ვცხოვ­რობთ... ამი­ტომ, სჯობს სხვა რამე ვა­კე­თო. შვი­ლე­ბი მყავს და მათ მეტ დროს და­ვუთ­მობ. ირ­გვლივ მი­მო­ი­ხე­დეთ, ადა­მი­ა­ნე­ბი რო­გორ არი­ან, - ამას მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის თვა­ლით შე­ხე­დეთ. ყვე­ლა­ფე­რი ნა­გავ­საყ­რე­ლად აქ­ცი­ეს... ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ოპო­ზი­ცი­ა­ში არი­ან, ამ­ბო­ბენ, რომ რა­ღა­ცას აპი­რე­ბენ, სა­ბო­ლო­ოდ, ვე­რა­ფერ­საც ვერ ამ­ბო­ბენ და აკე­თე­ბენ... ყვე­ლა­ფე­რი გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლია. ამ ეტაპ­ზე პო­ლი­ტი­კო­სებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის აზრს ვერ ვხე­დავ. პრო­ცესს გულ­წრფე­ლო­ბა აკ­ლია...“ - ამ­ბობ­და კვე­რენ­ჩხი­ლა­ძე...

ინ­ტერ­ვი­უ­ში ასე­ვე აღშ­ნიშ­ნავ­და, რომ ძმას­თან ერ­თად ჟო­ლოს ბაღი გა­ა­შე­ნა და წელს, პირ­ვე­ლი მო­სა­ვა­ლიც მი­ი­ღეს. თუმ­ცა რო­გორც ჩანს, აგ­რო­ბიზ­ნეს­ში გა­და­ნაც­ვლე­ბულ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მა­ინც მი­ი­ღო.

თორ­ნი­კე კვე­რენ­ჩხი­ლა­ძე;

"გა­მარ­ჯო­ბა! ეს ჩემი ტიკ-ტოკ გვერ­დია. ეს არის ერთ-ერთი პლატ­ფორ­მა, რო­მელ­ზეც გა­მოვ­ჩნდე­ბი... "იუ­თუბ­საც“ იმას ვი­ზამ. ღირ­სე­უ­ლი კა­მე­რა მჭირ­დე­ბა და თქვე­ნი დახ­მა­რე­ბაა სა­ჭი­რო. გა­ა­გე­ბი­ნეთ ერ­თმა­ნეთს, რომ ტე­ლე­ფონ­სა და პლან­შეტ­ში გა­და­ვი­ნაც­ვლე...

ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მე­უბ­ნე­ბა, რომ ტე­ლე­ვი­ზორ­ში გა­მოვ­ჩნდე. ტე­ლე­ვი­ზო­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ტო­ვე! წარ­თმე­ულ პრო­ფე­სი­ას­თან ერ­თად. იძუ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და­მე­ტო­ვე­ბი­ნა ქვე­ყა­ნა. ახლა ევ­რო­პის მას­შტა­ბით გა­და­ვა­ად­გილ­დე­ბი. ეს შან­სია რე­ა­ლი­ზე­ბის, შე­მეც­ნე­ბი­სა და გაზ­რდის. კონ­ტენ­ტი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იქ­ნე­ბა. იმე­დი მაქვს, ბევ­რი რა­მის ჩვე­ნე­ბას მო­ვა­ხერ­ხებ. დი­დე­ბა თქვენ..."

ambebi.ge