იაფი ასაწყობი სათბურის კონსტრუქცია გეოდეზური გუმბათის სახით
http://en.wikipedia.org/wiki/Geodesic_dome
http://www.domerama.com
რომელიც საშუალებას მისცემთ სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, წამოიწყონ მესათბურეობა თავიანთი ეზო-გარემოში.
ეს არის საშუალება ეზოშივე იქონიოთ საკუთარი ბიზნესი და მოყვანილი მოსავალი, რაც არც თუ ისე მცირე გამოდის, გაყიდოთ ან თვითონ მოიხმაროთ. შედეგად მათ გაუუმჯობესდებათ საცხოვრებელი პირობები, რაც თავისმხრივ რეგიონების დაცლასაც შეანელებს.
იაფი სათბური წარმოადგენს ცნობილ გეოდეზური გუმბათის კონსტრუქციას, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში ფართოდ გამოიყენება : სათბურად, ორანჟერეად, აბანოდ, სოკოს ფერმად, ქათმის ფერმად, სათავსოდ, გარაჟად, საქორწილო სეფად, საგამოფენო პავილიონად, და იგივე კარკასზე კედლების დამაგრებით – საცხოვრებელადაც კი.
სხვა სათბურებთნ შედარებით აქვს მთელი რიგი უპირატესობები:
იწყობა მოკლე სეგმენტებისგან, რომლის ადგილზე მიტანაც შესაძლებელია მსუბუქი ავტომობილითაც, რითაც იზოგება სპეც-ტრანსპორტზე გასაწევი ხარჯები.
ასაწყობად მარტივია და მესათბურეს შეუძლია თვითონვე ადვილად ააწყოს რამოდენიმე საათის განმავლობაში. ამით დაზოგოს მონტაჟისას სპეც-მუშახელისთვის გასაწევი ხარჯები.
ასევე გათბობის დანახარჯებიც 30%-ით მცირდება იგივე ფართობზე ნაკლები ზედა მოცულობის გამო.
ზედა სფერული ფორმის აეროდინამიულობის გამო ძლიერი ქარების შემთხვევაშიც ნაკლებ დატვირთვას იღებს.
კარკასი მთლიანად დიაგონალებისგან შედგება და ამიტომ დიდ სიმძიმეებსაც ადვილად უძლებს. (რაც მნიშვნელოვნია მაღალმთიან რეგიონებში დიდ თოვლობისას)
სხვა კონსტრუქციებთან შედარებით იგივე ფართობზე სამჯერ ნაკლები მასალით იწყობა, რის გამოც ცნობილია როგორც იაფი და მყარი კონსტრუქცია, (გუმბათოვანი კონსტრუქცია არის მჩატე და მყარი როგორც საერთოდ გუმბათია არქიტექტურაში).
საფარად გამოიყენება სამფენოვანი სასათბურე ფირი 4 წლიანი გამძლეობით. რომელიც შიგნიდან და გარედან ეკვრება, და შედეგში გამოდის ორფენიანი, რაც ტემპერატურას მეტად იკავებს.
შიდა ფენა ასრულებს მოძრავი ჭერის ფუნქციასაც. ამით ღამის განმავლობაშ გასათბობი მოცულობა მცირდება და ნაკლებ გათბობის ხარჯებს მოითხოვს, შესაბამისად მოსავალის მოყვანაც ბევრად იაფი ჯდება
შესაძლებელია მომავალში იგივე კარკასზე ფირის ნაცვლად პოლიკარბონატის ან შუშის ან სხვა მასალის დამაგრებაც. და ამით მისის ფუნქციონალობის გახანგრძლივება.
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მისი ადვილად დაშლა და სხვა ადგილზე გადატანაც
სფერული სათბური
გეოდეზური გუმბათი არის მოხერხებული მყარი კონსტრუქცია რომელსაც სამჯერ ნაკლები მასალა ჭირდება ვიდრე იგივე მოცულობის შენობის ტრადიციული მეთოდით აგებისას. მყარია იმის გამო რომ მთლიანათ დიაგონალებითაა აგებული და ამიტომ მედეგობა მეტი აქვს.
ინტერნეტში უამრავი მასალა Geodesic dome -ზე და ბევრი ონლაინ კალკულატორებიცაა ზომების და მასალების დასათვლელად
გამოყენება შეიძლება: სათბურად, საქათმეთ, სოკოს ფერმათ, ორანჟერეათ, ეზოს აბანოთ, ფაცხად, საგამოფენო დარბაზად, საცხოვრებელ სახლადაც კი.
ძირითადი რესურსები ინტერნეტში:
http://www.domerama.com
http://en.wikipedia.org/wiki/Geodesic_dome
http://acidome.ru/lab/calc/
http://www.desertdomes.com/domecalc.html
http://www.geo-dome.co.uk/article.asp?uname=calculation
ძალიან მომეწონა და მსურს შევიძინო. ფასი მომწერეთ.
გამარჯობათ ქალბატონო ეთერი
შემიძლია აგიწყოთ სფერული სათბური გეოდეზური გუმბათი 30კვმ ან 50კვმ ზომებით
მხოლოდ კარკასი დაჯდება 1კვმ 250 ლარი, და ზემოდან დავფარავ ან სასათბურე ფირს, ან მონოლითური პოლიკარბონატს (იგივე ელასტიური შუშაა) და გამოდის იდეალურად მრგვალი და მედეგი
300 ლარი დაჯდება 1 კვატრატის ფასია იდეალური კარკასი პოლიკარბონატით დაფარული
ან თქვენი გემოვნებისამებრ 250 ლარიან კარკასს გადავაკრავთ ფანერას ან OSB3 მასალას დღეს ბაზარზე არსებული ფასებით
იდეალური მრგვალი კარკასი, რომელიც გამოიყენება:
სათბურად
ორანჟერეათ
ბასეინის მოძრავ გადასაფარად
კოტეჯად
2 სართულიან სახლადაც მინ 100კვმ 60კვმ ქვედა 40კვმ ზედა სართულებით
სასტუმრო გლემპინგად
თუნდაც ჰოსტელად
ან ყურძნის ტალავერის კარკასადაც
დამირეკეთ:
599 45 90 00
ლაშა
დამზადებას დაჭირდება 1 კვირამდე