Jump to content

სურათი

ჩვეულებრივი ციყვი - Sciurus Vulgaris

ციყვი ჩვეულებრივი ციმბირი კავკასია ყაზახეთი altaicus serebrennikov Sciurus Vulgaris

1 reply to this topic

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47725 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ჩვეულებრივი ციყვი - Sciurus Vulgaris


chveulebrivi_cikvi_Sciurus-Vulgaris_mona
Sciurus_vulgaris_at_Arboretum_Tampere_FiSciurus-vulgaris_hernandeangelis_stockho

სხეულის სიგრძე 270 მმ-ს აღწევს. კუდის სიგრძე სხეულის სიგრძის 2/3-ს შეადგენს, რომელზეც ფუნჯები ზაფხულშიც აქვს, მაგრამ შედარებით მოკლე, ზამთარში კი - გრძელდება. კუდი ბურბუშელაა, უკანა ფეხზე ოთხი კოჟიჟია, წინაზე კი - ხუთი. მცირე ძირითადი კბილების რაოდენობა ზედა ყბაზე 4-ია, ძუძუ - 8. მუცელი თეთრია. ზურგის შეფერილობა ასაკისა და სეზონის მიხედვით იცვლება. ზურგი ზაფხულში შავი ან ქარცისფერია, ზამთარში - რუხია სხვადასხვა შეფერილობით. კუდის შეფერილობაც მრავალნაირია - წითელ-ჟანგმიწიან ფერიდან რუხ-მუქ-შავ ფერამდე.

ცხოვრობს ხეებზე, ბუდეს ხის ტოტებზე იკეთებს, ხის ღეროდან რამდენიმე მეტრის მოშორებით. ზოგჯერ ხის ფუღუროებშიც ჩადის. ბუდისათვის უმთავრესად ნაძვს ირჩევს, ჩრდილოეთში შვილებს ორჯერ შობს, სამხრეთში კი - სამჯერაც, რიცხვით 4-დან 10-მდე. ბეწვს წელიწადში ორჯერ იცვლის მარტ-აპრილში (გაზაფხულზე) და სექტემბერ-ოქტომბერში (შემოდგომაზე).

იკვებება მცენარეთა ნაყოფით, თესლებით, კვირტებითა და სოკოებით. ჭამს აგრეთვე მწერებს და ფრინველის კვერცხებსაც. ფართოდაა გავრცელებული პოსტსაბჭოთა ქვეყნების დასავლეთში, ციმბირის, პრიმორიეს და ხაბაროვსკის მხარეში, დასავლეთ ევროპის ტყის ზონაში. ჩრდილოეთით აღწევს მაღალი ტყის ზონამდე, სამხრეთით კი ფართოფოთლოვანი ტყის საზღვრებამდე. აკლიმატიზებულია ყაზახეთში, ჩრდ. კავკასიაში და ყირიმში. 1949 წელს აღმოჩენილ იქნა ხაიშის ტყეებში (სვანეთი). მონადირეების თქმით იგი 1948 წელს შემოვიდა საქართველოში.

საქართველოში გავრცელებულია ქვესახეობა ალტაის ციყვი. – S. V. altaicus serebrennikov


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47725 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მაგარი  ვინმეა


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?