ხაჭოს ორცხობილები
მსგავსად მრავალი სხვა რეცეპტისა, რომლებიც ბლოგზე დევს, ახლაც მარტივი და სწრაფი მოსამზადებელი რეცეპტი უნდა გაგიზიაროთ. მათ გასაკეთებლად დაგჭირდებათ მხოლოდ რამდენიმე ინგრედიენტი და ძალიან ცოტა დრო. ორცხობილები გარედან ხრაშუნაა შიგნიდან კი რბილი. ნამდვილად ღირს, რომ მოამზადოთ.
დაგჭირდებათ:
- 200 გ. ფქვილი
- 100 გ. ანუ 4 ს.კ. შაქარი
- 50 გ. ცივი კარაქი
- 1 ც. კვერცხი
- 100 გ. ხაჭო
- 2 გ. ვანილინი
- 1 ჩ.კ. სოდა
მომზადება:
- ფქვილი და სოდა ჩაცერით ჯამში და აურიეთ. დაუმატეთ მსხვილ სახეხზე გახეხილი კარაქი, შაქარი, ხაჭო და ვანილინი, კარგად აურიეთ, მიიღებთ ფხვიერ მასას.
- ბოლოს დაუმატეთ კვერცხი და მოზილეთ ცომი.
- ცომის გუნდა გაახვიეთ სამზარეულოს ცელოფანში და შედეთ საყინულეში 15-20 წუთი.
- ცომისგან გააკეთეთ სასურველი ზომის ბურთები და დააალაგეთ ცხიმწასმულ ფორმაზე 2-3 სმ-ის დაშორებით.
- შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 15-20 წუთი. სასიამოვნოდ რომ გაოქროსფერდება, მზადაა.
ამ მასალით გამოდის 18 ცალი ორცხობილა.
მარტივი და გემრიელი ხაჭოს ორცხობილები მზადაა, გემრიელად მიირთვით!