ჩინური ტორტი ატმითა და ბანანით
ჩინური ტორტები ზაფხულში განსაკუთრებულად კარგი არჩევანია. თუ ცხობა გეზარება, შეგიძლია ორცხობილა დაფშხვნა და ის გამოიყენო (როგორც დღევანდელ რეცეპტში), ხილის ყველაზე ფართო არჩევანი სწორედ ამ სეზონზეა და ხილის ვარირებით, ერთი და იმავე კრემითა და ბისკვიტით შეგიძლიათ სხვადასხვა, განსხვავებული და განსაკუთრებული გემო მიიღოთ. ამ ნამცხვარში გამოყენებული კრემი ძალიან მიყვარს, უმარტივესია და ძალიან არომატული. უხდება ყველანაირ დესერტს – ტორტებს, ტარტებს, რულეტებს, ჩინურ ტორტს… მოკლედ დროა გადავიდეთ მომზადების პროცესზე.
ჩინური ტორტი ატმითა და ბანანით
Course: დესერტები, ვიდეო რეცეპტები, ცხობის გარეშეDifficulty: მარტივი4
პერსონისთვის2
hoursინგრედიენტები
- კრემისთვის
4 კვერცხის გული (0 კატეგორიის)
100 გ. შაქარი
40 გ. ფქვილი
1 ლიმონის ცედრა
400 მლ. რძე 3,2 %
2 გ. ვანილი
50 გ. კარაქი
- ასევე
ორცხობილა 250 გ.
2 ც. ბანანი
3 ც. ატამი
50 გ. მოხალული თხილი
მომზადების ინსტრუქცია
- კრემის მოსამზადებლად ქვაბში მოათავსეთ კვერცხის გულები, შაქარი, ფქვილი, ლიმონის ცედრა და ხელის სათქვეფით აურიეთ. შემდეგ 2-3 ეტაპად დაამატეთ რძე და თან კარგად ურიეთ რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ, დაუმატეთ ვანილიც და დადგით დაბალ ცეცხლზე. ურიეთ განუწყვეტლივ, ადუღეთ 2-3 წთ. (ამ დროსაც არ შეწყვიტოთ მორევა).
- მომზადებული კრემს დაუმატეთ კარაქი, კარგად აურიეთ, გადაიტანეთ სხვა ჭურჭელში, გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი, ისე რომ კრემის ზედაპირს მჭიდროდ ეხებოდეს. (ეს აუცილებელია იმისათვის რომ კრემმა ზედაპირზე ქერქი არ გაიკეთოს).
(კარაქის დამატების კადრი ტექნიკური ხარვეზის გამო არ მაქვს, ამიტომ ვერ ნახავთ ვიდეოში). - აწყობის ეტაპი: ჭიქაში მოათავსეთ ინგრედიენტები შემდეგი თანმიმდევრობით: ორცხობილა, კრემი, ატამი & ბანანი, მოხალული თხილი, გაიმეორეთ იგივე ეტაპები.
- მომზადებული დესერტი შედგით მაცივარში 2-3 საათით (უმჯობესია მთელი ღამე თუ გააჩერებთ).
გემრიელად მიირთვით!