Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისი-სტამბულის რეისზე 29 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

13 აპრილი 2018

თბილისი-სტამბულის რეისზე მგზავრი გარდაიცვალა. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შემთხვევა 12 აპრილს მოხდა. უწყების თავდაპირველი ინფორმაციით, კაცი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

როგორც „TV პირველის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, ერთ-ერთი მგზავრი ამბობს, რომ გარდაცვლილს დროული სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს.

Tav Georgia-ს წარმომადგენელი თეა ზაქარაძე „TV პირველთან" მომხდარის დეტალებზე საუბრობს:

„პეგასუსის მგზავრი იყო. თვითმფრინავი დაიძრა 4:45 წუთზე. ჩვენ, როგორც გადმოცემით ვიცით, მგზავრი ცუდად გახდა თვითმფრინავის დაძვრის შემდეგ და კაპიტანმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკან მობრუნებულიყო. ჩვენთან შეტყობინება, რომ მგზავრი ცუდად იყო, დაფიქსირდა 4:51 წუთზე, მაგრამ თვითმფრინავი ხიდს მოადგა 4:57 წუთზე. ჩვენი ექიმი, „ევექსის" კლინიკის ექიმი, რომელიც წარმოადგენს სამედიცინო სამსახურს აეროპორტში, 4:59 წუთზე უკვე თვითმფრინავში იყო. რაც ნიშნავს იმას, რომ 2 წუთში იყო ექიმი ბორტზე, მას შემდეგ რაც თვითმფრინავი ხიდს მოადგა. როგორც ექიმი ამბობს, მგზავრი იყო უკვე გარდაცვლილი, პულსი არ ესინჯებოდა...

ქალაქიდან სასწრაფო დახმარება იყო გამოძახებული, გაიხსნა აეროპორტის გვერდით მდებარე საგანგებო სიტუაციების კარი და სასწრაფო დახმარების მანქანა შევიდა პირდაპირ, ყველანაირი შეფერხების გარეშე“, - ამბობს ზაქარაძე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^