Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბულგარეთი საბერძნეთსა და თურქეთს უახლოეს დღეებში მოსალოდნელი წყალდიდობის შესახებ აფრთხილებს

25 ივლისი 2018

ბულგარეთმა ქვეყნის სამხრეთით მოსაზღვრე თურქეთი და საბერძნეთი გააფრთხილა, რომ მოსალოდნელი ძლიერი წვიმის შედეგად შესაძლოა, მდინარეები, არდა და მარიცა ადიდდეს, რამაც შესაძლოა მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს. მდინარე არდა მიედინება საბერძნეთში და უერთდება მდინარე მარიცას, საბერძნეთისა და თურქეთის საზღვართან. 

როგორც Reuters  წერს, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ აღმოსავლეთ როდოპის მთებში ივაილოვგრადის კაშხალი მოსალოდნელი წვიმის გამო შესაძლოა, გადაივსოს.

როგორც ბულგარეთის ოფიციალური უწყებები აცხადებენ, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს მოსალოდნელია წყლის დონის განსაკუთრებული ზრდა მდინარე მარიცაზე, ბულგარეთის ქალაქ სვილენგრადთან, რომელიც მდენარეობს თურქეთის საზღვართან. 

გუშინ, წყალდიდობის გამო, ბულგარეთის ქალაქ ტეტევენში ერთი ადამიანი დაიღუპა.  მთავრობამ მოსალოდნელი წყალდიდობის გამო, რამდენიმე მუნიციპალიტეტში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^