Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შპს „ლეჩკომბინატი“ ინსპექტირების პროცესის ხელი შეშლის გამო 7 000 ლარით დაჯარიმდა

01 აპრილი 2019

ჭავჭავაძის გამზირის #5-ში საავადმყოფოს მშენებლობის მწარმეობელ კომპანიას, შპს „ლეჩკომბინატს“ აღნიშნულ ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოების უფლება დროებით შეეზღუდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ლიბერალს“ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ განუცხადა. 

მისი თქმით, დღეს კომპანია „ტრანმსშენის“ წარმომადგენლებმა, რომლებიც სამუშაოებს ატარებდნენ ამ ტერიტორიაზე, ინსპექტირების პროცესს ხელი შეუშალეს, რის გამოც კომპანია დაჯარიმდა 7 000 ლარით, ასევე დაჯარიმდა 1000 ლარით მათი  ქვეკონტრაქტორი კომპანია, „ხიმიჯ სერვისი“, რადგან მათ არ ჰქონდათ უფლება მძიმე, მავნე და საშიში სამუშაოების წარმოებისთვის.

„როგორც მოგეხსნებათ სამი კომპანია აწარმოებდა აქ სამუშაოებს, დამკვეთი იყო „ლეჩკომბინატი“, ასევე „ტრანმსშენი“ მუშაობდა, მათ ჰყავდათ ქვეკონტრაქტორი „ხიმიჯ სერვისი“.  „ლეჩკომბინატს“ შეუჩერდა სამუშაოების წარმოების უფლება, მანამდე, სანამ არ მოხდება აღმოფხვრა ყველა იმ შეუსაბამობის, რაც გამოიკვეთა ინსპექტირების პროცესში“,-განუცხადა „ლიბერალს“ ბექა ფერაძემ. 

მისი თქმით, შესაბამისი გამაგრებითი სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო ადგილზე, რათა თავიდან აცილებულიყო მიწის გრუნტების ჩამოშლა. 

„შრომის უსაფრთხოების კანონის მიხედვით, ყველა კომპანიავალდებულია მოახდინოს საფრთხის შეფასება, რისკის იდენტიფიცირება, განსაზღვროს რა საფრთხეები შეიძლება არსებობდეს. ამ შემთხვევაში მიწის სამუშაოების დროს უნდა მომხდარიყო საფრთხეების განსაზღვრა და შესაბამისი გამაგრებითი სამუშაოები ჩატარებულიყო, რათა თავიდან აცილებულიყო მიწის გრუნტების ჩამოშლა. ამ მიმართულებით ხარვეზები არსებობს, მაგრამ იმისთვის, რომ დავადასტუროთ, კომპანიიდან ველოდებით შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენას“,-განუცხადა ფერაძემ „ლიბერალს“.

ფერაძის თქმით, ექსპერტული დასკვნის შემდეგ განისაზღვრება ჯარიმა, რომელიც დაეკისრება კომპანიას და მათი დასკვნა გაეგზავნა შსს-ს, რასაც მერე მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. 

გუშინ ჭავჭავაძის #5-ში სამშენებლო ობიექტზე სამუშაოების წარმოებისას, მიწის ჩამოშლის შედაგად,  ორი მუშა დაიღუპა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^