Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პეტრიაშვილი: მე სხვა ტიპის პრეზიდენტს დავუჭირე მხარი და სხვას ვხედავ დღეს

16 სექტემბერი, 2014 13:43

„პრეზიდენტი რომ ამბობს და გვარწმუნებს, მე ვარ კონსტიტუციის გარანტიო, რომელ კონსტიტუციის გარანტობაზეა საუბარი, როცა გამარჯობაც კი ძნელად ან საერთოდ არ ემეტება, როგორც თავად ბრძანებს, „სახელმწიფოს და არა მთავრობის მინისტრებისთვის“,-  წერს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი საკუთარი Facebook-ის გვერდზე.

„გამარჯობის თქმას და ხელის ჩამორთმევას რაღა უდგას წინ, მაგალითად, საბჭოს სხდომის დაწყებამდე? არც ხელის ჩამორთმევით ან არჩამორთმევით დამაკლდება ან მომემატება მე პირადად რამე, მაგრამ აქ საკვანძო სიტყვა არის ურთიერთპატივისცემა - არსებობს ასეთი კარგი და მრავლისმეტყველი სიტყვა! მე პირადული ბევრი მომითმენია და ამ თმენის ვალდებულებასაც ნამდვილად ვგრძნობ, მაგრამ ეგრე არ გამოვა და დიდხანსაც ვერ გასტანს. ცალმხრივი არაფერი არ ვარგა. პრეზიდენტი კი არა, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები წავიდნენ ამ ქვეყნიდან (ღმერთმა ჯანმრთელი და ბედნიერი ამყოფოს საქართველოს პრეზიდენტი თავის ცოლ-შვილთან ერთად. ამას ხაზგასმით იმიტომ ვწერ, რომ ვინმე „ენამოსწრებულს“ და ჩასაფრებულს თავში აზრად არ მოუვიდეს, სიცოცხლეც კი არ ემეტება პრეზიდენტისთვისო), დღესაც განვიცდი, მაგრამ ცხოვრება მიდის. აი, სახელმწიფოსთან და ქვეყნის ინტერესებთან როცა გვაქვს საქმე, სადაც სათქმელია, იქ უნდა ითქვას და სანამ დროა, მაშინ უნდა ითქვას, რომ მერე სანანებელი არ გაუხდეს ქვეყანას. მე სხვა ტიპის პრეზიდენტს დავუჭირე მხარი და სხვას ვხედავ დღეს. მე ასე მესმის: ან არის გუნდი, ან არა/ვერა. თუ შეთანხმება შედგება მსოფლიო მედიის ჩარევის, აჟიოტაჟის და საყოველთაო ისტერიის გარეშე, ნამდვილად გამიხარდება. ჩემი აზრით, სწორი და მართებული ასე იქნება. მთავრობა ამისთვის მზად არის. პრეზიდენტი? არ ვიცი. მინდა, რომ იყოს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული", - წერს ალექსი პეტრიაშვილი.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, საბოლოოდ გზებიც თუ გაიყოფა, არც ეს არის დიდი უბედურება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^