Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პიკასოს „ალჟირელი ქალები“ - აუქციონზე ყველაზე ძვირად გაყიდული ტილო

12 მაისი, 2015 13:01

პიკასოს „ალჟირელი ქალები“ ყველაზე ძვირადღირებული ტილო გახდა, რაც კი აუქციონზე გაყიდულა. ნახატი ნიუ-იორკში Christie's-ს აუქციონზე 179.3 მილიონ დოლარად გაიყიდა. 

მისი თავდაპირველი ღირებულება 140 მლნ იყო, თუმცა ფსონების დადება 11 წუთს გაგრძელდა და ფასმაც მნიშვნელოვნად მოიმატა - იუწყება BBC.

აუქციონზე 141.3 მლნ დოლარად გაიყიდა ალბერტო ჯიაკომეტის სკულპტურა, რომელმაც ყველაზე ძვირადღირებულ სკულპტურებს შორის რეკორდი მოხსნა. 

მყიდველებმა ანონიმურად დარჩენა ამჯობინეს. 

პიკასოს ტილო, რომელზეც კურტიზანი ქალები არიან გამოსახულნი, ნაწილია სერიისა, რომელშიც 15 ნახატი შედის და რომელიც ავტორმა 1954-55 წლებში შექმნა.

აქამდე ყველაზე ძვირადღირებული ტილო ფრენსის ბეკონის „ლუსიენ ფროიდის პორტრეტის ჩანახატი" იყო, რომელიც 142.4 მლნ დოლარად გაიყიდა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^