Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ენმ: ვდგავართ ტერორიზმის საფრთხის წინაშე, უშიშროება კი ტელეარხებს უთვალთვალებს

16 ნოემბერი, 2015 13:27

„ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები მთლიანად დაკავებულები არიან პოლიტიკური ოპონენტების დევნით, ოპოზიციური ტელეარხების კონტროლით, მათზე თვალთვალით და ის ფუნქცია, რომელიც უსაფრთხოების სამსახურებს რეალურად აქვთ, ანუ ქვეყნის გადარჩენა ტერორიზმის საფრთხისგან, მათი მხრიდან არ სრულდება“, - ირმა ნადირაშვილის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შეშფოთების საგანია ის, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურები არ დგამენ ნაბიჯებს, რომ ქვეყანას ააცილონ მოსალოდნელი საფრთხე.

ნადირაშვილის თქმით, ენმ-ის მიზანია ცხადი გახადოს, რომ ტერორიზმის საფრთხის წინაშე მთელი მსოფლიო დგას და საქართველოც არ არის განცალკევებით მდგომი კუნძული, რომელსაც ეს საშიშრაოება რ ემუქრება და არ შეეხება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ აუცილებელია მთავრობამ მოსახლეობას გააგებინოს, რა ნაბიჯები არის გადადგმული ამ მიმართულებით, როგორ მუშაობენ ეს სამსახურები. ჩვენ მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავარსარდალს, მოიწვიოს უშიშროების საბჭოს სხდომა, აიღოს კოორდინაცია და უზრუნველყოს, რომ ყველა შესაბამისმა სამსახურმა ამ ძალიან რთულ ვითარებაში გადადგას ნაბიჯები საკუთარი ქვეყნის დასაცავად“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^