Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უჩა მამაცაშვილი „ომეგა ჯგუფის“ შესახებ მოლაპარაკებაში მონაწილეობას უარყოფს

11 სექტემბერი, 2018 17:06

ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, ბიზნესმენი უჩა მამაცაშვილი აცხადებს, რომ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში მის სახელს ბოროტად იყენებენ და „ომეგა ჯგუფთან“ ფარულ გარიგებაში არ მონაწილეობდა.

როგორც მამაცაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მის გავლენებზე საუბარი მხოლოდ ლეგენდაა და აუდიოჩანაწერზე, რომელშიც მას ახსენებენ, პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

„ლეგენდები  ჩემი, ე.წ. „განსაკუთრებული გავლენების“ შესახებ არახალია და მას პერიოდულად თხზავენ   ადამიანები, რომელთაც ამ ლეგენდის  მეშვეობით უკანონო  სარგებლის მიღება  სურთ. გამონაკლისი, არც  „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ,  ამ ბოლო დროს,  მიმდინარე აჟიოტაჟია.

ჩემთვის უცნობია, კონკრეტულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელების მხრიდან გამიზნულ პროვოკაციასთან, ყოფილი მაღალჩინოსნის არაჯანსაღ ინტერესებთან თუ სიყალბესთან.

თუმცა, ყველა შემთხვევაში, ვიღაც აშკარად ცდილობდა ჩემი სახელის საეჭვო და უკანონო გარიგებებში გამოყენებას და ამ კამპანიას აშკარად პოლიტიკური ელფერი აქვს. შესაბამისად, მივმართავ საქართველოს პროკურატურას, რათა დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე და ამომწურავი პასუხი გასცეს საზოგადოებაში გაჩენილ ლეგიტიმურ კითხვებს“, - ნათქვამია მამაცაშვილის განცხადებაში.

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გავრცელებულ ჩანაწერში, სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყოფიანი და, სავარაუდოდ, „ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ესაუბრებიან ერთმანეთს. „რუსთავი 2-ის“ ცნობით, ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილთან, უჩა მამაცაშვილთან საუბრის დეტალებს უყვება.

ჩანაწერიდან ჩანს, რომ, სავარაუდოდ, უჩა მამაცაშვილი „ომეგა ჯგუფის” პრობლემების მოსაგვარებლად მთავრობასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა და ამ თემაზე პრემიერთან შეხვედრასაც გეგმავდა, სანაცვლოდ კი 2 მლნ დოლარს მოითხოვდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^