Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აფხაზეთში კიდევ ერთი ლეოპარდი მოკვდა

05 თებერვალი, 2019 17:14

აფხაზეთში მახეში გაბმული მკვდარი ჯიქი იპოვეს. კავკასიის ბუნების დაცვის უფროსი მკვლევრისა და ბუნების მსოფლიო ფონდის სპეციალისტის ანატოლი კუდაკტინის თქმით, მახეში ჩავარდნილი ლეოპარდი სავარაუდოდ 3-4 თებერვალს მოკვდა. ბოლო ორ წელში ეს უკვე მეორე ინდივიდია, რომელიც დაიღუპა.

ჯიქი კავკასიაში, ფაქტობრივად, გადაშენებულია. ველურ ბუნებაში პოპულაციის აღდგენის მიზნით რამდენიმე ცხოველი სოჭში გაზარდეს და შემდეგ ტყეში გაუშვეს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა ნაპოვნი ლეოპარდი ერთ-ერთი მათგანი.

„ანალიზების ასაღებად ჯგუფი წავიდა. დეტალები პასუხების შემდეგ გვეცოდინება. იმედი გვაქვს, რომ ეს არ არის სოჭის პოპულაციის აღდგენის ცენტრში გაზრდილი ინდივიდი“, - უთხრა კუდაკტინმა რუსულ მედიას.

სოჭის ლეოპარდთა პოპულაციის აღდგენის ცენტრიდან აფხაზეთის ველურ ბუნებაში სამი ჯიქი 2016 წელს გაუშვეს. ორი ხვადი - ახუნი და კილი, ერთი ძუ - ვიქტორია. ვიქტორია 2018 წლის იანვარში ველურ ბუნებაში დაიღუპა. მანამდე ხვადებზე დამაგრებული რადიოგადამცემები დაიკარგა. ისინი ფოტოხაფანგებმა ბოლოს წელიწად-ნახევრის წინ დააფიქსირეს.

აფხაზეთის ველურ ბუნებაში 2018 წლის აგვისტოში კიდევ ერთი, ორი წლის ლეოპარდი - არტეკი გაუშვეს. ამჟამად ის ერთადერთი ინდივიდია, რომელზე დაკვირვებაც გადამცემით შესაძლებელია. გაუჩინარებული ახუნისა და კილის ძებნა კი გარემოსდამცველებმა 2018 წლის დეკემბერში დაიწყეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^