Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კურტ ვოლკერი: ანაკლიის პორტი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის

12 მარტი, 2019 12:10

„რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, უკრაინაში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი და მაკკეინის ინსტიტუტის აღამსრულებელი დირექტორი კურტ ვოლკერი ჯერ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, შემდეგ კი პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.

ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ კურტ ვოლკერმა „რუსთავი 2-თან“ ანაკლიის პორტის შესახებ ისაუბრა. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ანაკლიის პორტი საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებშია და იმედოვნებს, რომ „თიბისი ბანკსა“ თუ ანაკლიის პორტთან დაკავშირებული საკითხები კანონის უზენაესობის დაცვით გადაწყდება.

„მთავარია, კანონის უზენაესობა იყოს დაცული. მნიშვნელოვანია კონტრაქტები, როგორ აღიქვამენ ინვესტორები საქართველოში არსებულ გარემოს. ესეც მნიშვნელოვანია თქვენი მომავალი რეპუტაციისთვის.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ორივე მხრიდან ჭკვიანი ხალხი კანონის უზენაესობის დაცვით, სწორად მოაგვარებენ ამ საკითხს. ასე უნდა მოხდეს. დასავლეთი დიდ იმედებს ამყარებს საქართველოზე და ამიტომ, მისგანაც დიდი მოლოდინი აქვს. ანაკლიის პორტი, პირველ რიგში, საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებშია“, - ამბობს ვოლკერი.

კურტ ვოლკერის თქმით, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია სამხედრო კომპონენტი, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დემოკრატია, რეფორმები და ეკონომიკის ზრდა. ანაკლიის პორტი საქართველოს ამ კუთხით დაეხმარება.

„როდესაც ვფიქრობთ ქვეყნის უსაფრთხოებაზე, რა თქმა უნდა, იგულისხმება სამხედრო უსაფრთხოება, მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანია დემოკრატიის გაძლიერება, რეფორმები, ეკონომიკის ზრდა, ტვირთის გადაზიდვა და ვაჭრობა.

შესაბამისად, ამ პორტს აქვს პოტენციალი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყოს საქართველოს მომავლისა და უსაფრთხოებისთვის. თქვენ ახსენეთ ამ პროექტში ჩართული ამერიკული კომპანიები.

ვაშინგტონის აზრით, ჩვენ კი არ გვაქვს რაიმე განსაკუთრებული ინტერესი ანაკლიის მიმართ, არამედ ჩვენ დაინტერესებულები ვართ, საქართველო იყოს წარმატებული,  პროგრესული და დაცული ქვეყანა. ამ პროექტს შეუძლია ამ ყველაფერს ხელი შეუწყოს“, - ჰყვება ვოლკერი „რუსთვი 2-თან“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^