Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორია დაარსდება

22 ნოემბერი, 2013 16:42

ერთ კვირაში ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიად გამოცხადების შესახებ გარემოს დაცვის კომიტეტი საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტს წარუდგენს. გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მთიანეთში კიდევ ერთი დაცული ტერიტორიის გაჩენა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, მით უფრო რომ კონკრეტულად ეს ადგილი რუსეთის ფედერაციას ესაზღვრება.

გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველომ 9 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი მიიღო. ცაგარეიშვილის განმარტებით, ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიად გამოცხადების შედეგად იქ 50-მდე სამუშაო ადგილი გაჩნდება, მთლიანად კუთხის თავისებურებები კი შენარჩუნდება. 

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებ-გვერდზე გეგმარებით დაცულ ტერიტორიებში ფშავ-ხევსურეთის ტერიტორიაცაა მოხსენიებული. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები მოიცავს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ორი ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციის, კერძოდ ხევსურეთისა და ფშავის, ძირითად ნაწილს. გეგმარებითი დაცული ტერიტორიის მთლიანი ფართობი 117 446 ჰექტარია.

"ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორია ერთმანეთთან დააკავშირებს ორ უკვე დაარსებულ თუშეთისა და ყაზბეგის დაცულ ტერიტორიებს. ხევსურეთის დაცული ტერიტორიების დაარსება დაცული ტერიტორიების ერთიანი ქსელის შექმნის საშუალებას იძლევა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს უნიკალური ეკოსისტემების აღმოსავლეთ საზღვრების მდგრადობის შენარჩუნებას.  

რთული რელიეფიდან, ნიადაგებისა და კლიმატის მარავლფეროვნებიდან გამომდინარე გეგმარებითი დაცული ტერიტორიები გამოირჩევა თავისი კონსერვაციული ღირებულებით. ფლორისა და ფაუნის სახეობების მნიშვნელოვანი რიცხვიც სწორედ დიდი ლანდშაფტური მრავალფეროვნებითაა განპირობებული", - ვკითხულობთ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებგვერდზე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^