დაგვიანებული სინანული .. ♥

დილა მშვიდობის ..   🙂
ჩემითვის არც ღამე იყო კარგი და არც დილა დაიწყო კარგად ..
სამწუხაროა მაგრამ ესეა ..
რას ვაკეთებ ახლა ?   – არც არაფერს..
YIRUMA  – Because , I Love You .. (MUSIC) (IN LOVE)
ამ სიმღერას ვუსმენ და მშვიდად ვარ , ამ ბოლო დროს სიმშვიდე და მოსვენება დავკარგე ..
ყველაფერი ამერია  . ყველაფერს არასწორად ვაკეთებ , და ბევრს რამეს ვნანობ მერე ..
მაგრამ ყველაზე საშინელება ის არის, სინანული ბოლოში რომ მოდის ..
რატომ ვერ ვხვდებით ადამიანები ჩვენს შეცდომებს მაშინვე , როდესაც ვუშვებთ მათ ..
რომ შემეძლოს ყველა შეცდომას გამოვასწორებდი, შევიცვლებოდი , და არ ვიქნებოდი ასეთი უყურადღებო,თავმაღალი, თავდაჯერებული ..
რამდენ რამეს შევცვლიდი ჩემს თავში .. 😦   რამდენი ცუდი თვისება და ნაკლი მაქვს, ვინ ჩამოთვლის ამას. . 😦
შეცდომები რომ თავის დროზე მეღიარებინა არ ვიქნებოდი ახლა ასე..
ბედნიერი მინდოდა ვყოფილიყავი , მაგრამ უძლური აღმოვჩნდი ამისთვის..
ხელიდან გავუშვი , დავკარგე ყველაფერი..
ცაში დავფრინავდი , და მეგონა სულ ესე ვიქნებოდი, მაგრამ უცებ ძალიან მწარედ დავენარცხე მიწაზე..
როგორ მენატრება ..  ჯერ არც ისე დიდი დრო გავიდა , მაგრამ ის მე ყოველ წამში მენატრება.
წუთიდან წუთამდე რომ ინტერვალია, მაშინაც კი ..

შენ ხარ ჩემი კვნესა, რომელიც თან მახლავს დაძინებისა თუ გაღვიძებისას.
მე შენ ისე მიყვარხარ შენი სიყვარული მიკონტროლებს გულის ძგერას ..
შენ ხარ ის სიხარული, რომლის გარეშე სხვა სიხარული არ არსებობს ..

რა რთულია დაივიწყო ყველაფერი ..
რა რთულია იმის გააზრება, რომ ის შენ აღარ გეკუთვნის ..
რა რთულია მის გარეშე სიცოცხლე..
რა რთულია როდესაც ყველა მასთან არის, შენ კი არ შეგიძლია მის სიახლლოვეს ყოფნა..
რა რთული როდესაც უკვე ხვდები რომ ყველაფერი დამთავრდა, და გაგრძელება აღარ ექნება ..
რა რთულია, როდესაც გინდა იყვირო “მე შენ ძალიან მიყვარხარ ” მაგრამ იცი რომ შენ ამის უფლება აღარ გაქვს..
რა რთულია , რომ გინდა ბოდიში მოიხადო , თუნდაც მილიონჯერ, მაგრამ იცი რომ მისთვის ამ ბოდიშს აღარ აქვს მნიშვნელობა..
რა რთულია ჩემი ცხოვრება ,, რომელიც საერთოდ არ არის ბედნიერებით სავსე..

ზოგჯერ ვფიქრობ , რომ გავიღვიძებ ისევ ისეთი ბედნიერი ვიქნები როგორიც ვიყავი მეთქი , მგონია რომ ეს ყველაფერი სიზმარია, კოშმარი ..
მაგრამ უცებ ვაცნობიერებ რომ სიზმარი სულაც არ არის ეს . ეს გულისმკვლელი რეალობაა… 😦
რატომ არ შევიშნე ის ბედნიერება რაც მქონდა ..
ახლა ძალიან გვიანია სინანული ..
იძულებული ვარ შევეგუო რეალობას .. ამ ყველაფერს ..

იცით ?! ახლა ვხვდები ყველაფერს ..
ახლა დავაფასე ის რაც მქონდა .. და რაც დავკარგე ..
იყავით ბედნიერები , წუთით მაინც  .. 1 დღით მაინც ..
ნუ დაკარგავთ ამ ბედნიერებას და საყვარელ ადამიანებს ..
მე უკვე ბევრი დავკარგე ჩემი სიჯიუტის გამო ..
ან უფრო სისულელეების გამო ..
და იმის გამო რომ ყველასგან მაქსიმალურს ვითხოვ , და იმას არ ვუყურებ მათ რა შეუძლიათ ..
ადამიანი უნდა შეიყვარო ისეთი როგორიც არის ,, თუ გიყვარს აღარ უნდა ეცადო მის შეცვლას ..
უბრალოდ უნდა მიუთითო , მას თუ უღირს შეიცვლება , თუ არადა უნდა შეეგუო იმას რომ ის ასეთია, და ასეთი უნდა გიყვარდეს ..

რა სამწუხაროა რომ ახლა ვფიქრობ მე ეგრე, ნეტავ ადრე მეფიქრა რა … ;(
ვტირი ახლა ,  არამარტო ახლა ..
რა მნიშვნელობა აქვს , იმას რომ მე ყოველ დღე ვტირი..
რა მნიშვნელობა აქვს, იმას რომ მე ბალიშს ცრემლებით ვასველებ ..
უკვე არანაირი .. ამ ცრემლებსაც აღარ აქვთ ფასი ..
ერთ დღეს ესეც აღარ შემრჩება .. გაქრება .. დაიღლებიან ..  ამოშრებიან ..
ერთ დღეს ჩემს გულში სიყვარულიც აღარ იქნება ..
ვიქნები მარტო , ყველასგან მარტო ..
-რა რთულია არა ? 🙂 ჰო , ვიცი !!

Leave a comment