Posted in აქეთური იქეთური

თავისუფლება ძუძუებს!

დღეს ჩვენ ძუძუებზე და მათ უფლებებზე ვისაუბრებთ, ისინი იზღუდებიან  . . .

საკითხი: ძუძუები ლიფით თუ ულიფოდ?

მოთხოვნა: ულიფოდ!

უხსოვარ დროს რაღაც სტატია წავიკითხე ლიფის დადებითი თუ უარყოფითი მხარეების შესახებ, თუმცა ბუნდოვნად მახსოვდა და გადავწყვიტე კიდევ ერთხელ გამეხსენებინა ეს ამბავი.

გამოკითხვა არ ჩამიტარებია, მაგრამ ალბათ თქვენც დამეთანხმებით საქართველოში დაახლოებით 90-95% ატარებს ლიფს, ისე, რომ არც კითხულობს რატომ და რისთვის სჭირდება ის.

როდის გრძნობთ თავს უფრო კომფორტულად ლიფით თუ ულიფოდ?

პირველ რიგში, ეს დამოკიდებულია მკერდის ზომაზე, მეორე რიგში ქალის ჩვევებზე. ქალებმა, რომლებსაც აქვთ დიდი და მძიმე მკერდი უნდა ატარონ ლიფი, სხვა შემთხვევაში ანუ ლიფის გარეშე ყოფნა მათთვის მტკივნეული და არაკომფორტულია, განსაკუთრებით მოძრაობის და სპორტული აქტივობების დროს.

პატარა და საშუალო ზომის მკერდის შემთხვევაში ნაკლები დისკომფორტია, თუმცა აქ უკვე დგას შეჩვევის და ფსიქოლოგიური მომენტი, ისინი იმდენად შეჩვეულნი არიან ლიფის ტარებას, რომ დისკომფორტს ვერც კი გრძნობენ და ზოგჯერ ღამითაც კი ატარებენ მას.

აბა დაფიქრდით, ლიფის მოხსნის დროს გიგრძვნიათ შვება ისე როგორც ბევრი ჭამის შემდეგ ქამრის შეხსნისას?, სიწითლეს ხედავთ მკერდის გარშემო ლიფის მოხსნის შემდეგ? თუ ყველა ამ კითხვას დადებითი პასუხი გაეცით, მაშინ თქვენი ძუძუები რაღაცის თქმას ლამობენ, თქვენ კი ყურადღებას არ აქცევთ 😉

ყურადღება! Achtung!

ლიფი და ძუძუს კიბოს რისკი

სიდნი როს სინგერის და სომა გრისმაიერის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად ლიფის ტარება პირდაპირ დაუკავშირდა ძუძუს კიბოს. მაგალითად, მათ დაადგინეს, რომ 24 საათის მანძილზე ლიფის ტარება 113-ჯერ ზრდიდა ძუძუს კიბოს რისკს იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც მას დღე-ღამეში მხოლოდ 12 საათის განმავლობაში ატარებდნენ.   ისინი ზედმეტად აწვებიან, ზღუდავენ მკერდს და მიმდებარე ტერიტორიას, აბრკოლებენ რა ლიმფურ ცირკულაციას, რომელიც თავის მხრივ იწვევს ტოქსინების და სხვა ნარჩენი ნივთიერებების დალექვას მკერდში, ნაცვლად მათი გარეთ გამოდევნისა.

მნიშვნელოვანია ასევე ლიფის ზომის სწორად შერჩევა. თქვენი მკერდის ჯანმრთელობისთვის შეეცადეთ, რომ არ ატაროთ ლიფი, თუ მაინც და მაინც მოგიწიათ სხვადასხვა მიზეზების გამო, მაშინ სწორი ზომა შეარჩიეთ.

რატომ ატარებენ ლიფს?

”ულიფოდ ამორალური და ვულგარულია”

ლიფების სექსუალური ბუნების მიმართ ეს ცოტა უცნაური დამოკიდებულებაა. ვიდრე მრავალი ქალი თავის მკერდის სექსუალურობას ხაზს უსმევს ლიფით, ასევე ბევრი ქალი ფიქრობს, რომ ლიფი არის უბრალოდ მათი მკერდის დასაფარი საშუალება.

განა მორალურობის საკითხი საცვლებზეა დამოკიდებული? ქალი, რომელიც ასე ფიქრობს, ასევე დარწმუნებულია, რომ მკერდი მისი სხეულის ”უწმინდური ნაწილია” და სადღაც უნდა მიიჩქმალოს აუცილებლად.

”იმიტომ რომ ყველა ატარებს, საზოგადოების დაუწერელი კანონები გვკარნახობენ ამას”

ეს, ლიფის ტარების ყველაზე გავრცელებული მიზეზია და ხანდახან ჩვენ, ქალები ვემორჩილებით თანამედროვე საზოგადოების დრეს კოდს (სამსახური და ა.შ.).

”იმიტომ რომ მკერდი უფრო დიდი გამოჩნდეს”

ეს განსაკუთრებით თინეიჯერებს ახასიათებთ, რომლებიც უფრო თავდაჯერებულად გრძნობენ თავს ამ შემთხვევაშის. პატარა მკერდიანი და ბრტყელ მკერდიანი ქალები ხშირად საფენიან/ღრუბელიან ლიფს იყენებენ ან მიმართავენ მკერდის გაზრდის სხვა საშუალებებს.

ერთი სიტყვით საკითხმა დამაინტერესა და მეტ-ნაკლებად განვიხილე, მე მოთხოვნას ვასრულებ, თქვენ?

ჯენიფერ ენისტონი სერიალიდან ”მეგობრები” – ბუმის ერთ-ერთი სულის ჩამდგნელი, ამ სერიალში ულიფოდ გამოჩენით.

– ძუძუცქვიტა –

ჯესიკა ალბა

ძუძუფაფუ  – კირა ნაითლი

კირსტენ დანსტი (შენ მეორედ არ დაგინახო ულიფოდ!)

კადრი ფილმიდან ”Femme Fatale”

უკომენტაროდ