დახურვა
TNET

ყველაზე დიდი ტექნოლოგიური ეკოსისტემა, რომელიც აერთიანებს 10 პლატფორმას:

myAuto
myHome
myMarket
myParts
vendoo
swoop
tkt
livo
saba
myshop
superApp

როგორ შევარჩიოთ ფარდები სახლისთვის

გაზიარება
დამატების თარიღი: 21 ივნისი, 2022

Ხშირად ამბობენ, რომ სახლში კომფორტისა და სიმყურდროვის შესაქმნელად, განსაკუთრებული ელემენტი სწორად შერჩეული ფარდაა. რემონტისა და სახლის მოწყობის საკითხებში გამოცდილ ადამიანებს, განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ამ ერთი შეხედვით მარტივ ობიქეტზე აქვთ მიპყრობილი.

 

Პირველ რიგში, სასურველია ვიცოდეთ, რომ სახლში მზის ბუნებრივი განათების შემოსვლა თითქმის ყოველთვის ალამაზებს ინტერიერს და ჩვენში სასიამოვნო შეგრძნებებს ბადებს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გვსურს დავიძინოთ ან უფრო მეტი პირადი სივრცის აღქმა შევქმნათ. ალბათ, თქვენც დაგვეთანხმებით, ფარდები ადამიანების უმეტესობისთვის კომფორტული ყოველდღიურობისთვის აუცილებლობას წარმოადგენს მიუხედავად იმისა, თუ სად ვიცხოვრებთ. ამ ბლოგში კი, იმისათვის, რომ სახლისთვის ფარდების შერჩევა და შესაბამისად, იდეალურთან მიახლოებული აურის შექმნა ნებისმიერ ადამიანს გაუმარტივდეს, რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას მოგაწვდით: 



Სიგრძე ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ, როცა ფარდებს ვარჩევთ. არსებობს ფარდის სიგრძის ხუთი სტანდარტული ზომა: 160 სმ, 213 სმ, 241 სმ, 274 სმ და 305 სმ. ამ 5-დან რომელს აირჩევთ, დამოკიდებულია თქვენს სახლში არსებული ფანჯრებისა და ჭერის სიმაღლეზე. ასევე, იმაზე, თუ რას გსურთ, რომ ფარდის ინტერიერის დიზაინში შემოტანისას მიაღწიოთ (გასათვლისწინებელია, რომ არსებობს ნაკლებად გავრცელებული მოკლე ფარდები, რომლებიც ფანჯრის მხოლოდ ნაწილს ფარავს. მათ იარუსის ფარდებს ეძახიან და როგორც წესი, მათი სიგრძე 60 ან 90 სმ-ია).

იმისათვის, რომ ფარდის სიგრძე გაიგოთ, დაგჭირდებათ გაზომოთ მანძილი ფარდის საკიდი ადგილიდან იატაკამდე ან ფანჯრის იმ ნაწილამდე, სადაც გსურთ, რომ ფარდა შეწყდეს. განსაზღვრეთ სად გსურთ, რომ ფარდის საკიდი ღერძი დამონტაჟდეს, ან თუ უბრალოდ უკვე არსებულ ფარდებს ახლით ცვლით, მაშინ ათვლის წერტილად ამჟამინდელი საკიდის მდებარეობა აიღეთ.

ფარდის სტანდარტული სიგანე 115 სმ-ია. იმის დასადგენად, ფარდების ერთი ზოლი გესაჭიროებათ, თუ ორი, საჭიროა გაზომოთ ფანჯრის სიგანე და მას თითო მხარეს, დაახლოებით, 30 სმ დაამატოთ, რათა ფარდამ ლამაზი ნაკეცები გაიკეთოს.



ფარდების შეძენის დროს, შესაძლოა ძალიან დაგეხმაროთ, თუ მათ გარკვეული საკვანძო სიტყვებით მიხედვით მოიძიებთ და არა მხოლოდ ზომის გათვალისწინებით. Სწორედ ამიტომ, აქ ის ტერმინები შეგიკრიბეთ, რომელთაც “ფარდის ექსპერტები” ხშირად იყენებენ:

  • იარუსის ფარდა - ფარავს ფანჯრის მხოლოდ ნაწილს.
  • იატაკის ფარდა - სიგრძე იატაკამდე აღწევს. უმეტესად, საუკეთესო ვიზუალურ იერსახეს იღებს მაშინ, როცა ფარდის საკიდი ღერძი ძალიან ახლოსაა ჭერთან. 
  • იატაკზე დაშვებული ფარდა - სიგრძე არის იმაზე გრძელი, ვიდრე ჩვეულებრივი იატაკის ფარდის და შესაბამისად, ქსოვილი, იატაკთან არის შექუჩებული. Მსგავსი დიზაინი ღერძის ჭერთან სიახლოვეს მოითხოვს.




ფარდები უამრავი მატერიის არსებობს. Როცა დაიწყებთ ფიქრს იმაზე, თუ ზოგადად როგორი იერსახე გსურთ, რომ თქვენს ფანჯრებს ჰქონდეს, ასევე გაითვალისწინეთ სინათლის ის ოდენობა და სიმძაფრე, რომელიც თქვენი სახლის ფანჯრებიდან შემოდის.

Ძალიან მძაფრი განათების შემთხვევაში, იცოდეთ, რომ მძიმე, გაუმჭვირვალე ქსოვილები უფრო მეტი სინათლის შემოსვლისგან დაგიცავთ, ვიდრე მსუბუქი და გამჭვირვალე ქსოვილი.

თუ პირიქით, თქვენი სურვილია, რომ რაც შეიძლება მეტი სინათლე შემოვიდეს ოთახში, მაშინ გამჭვირვალე ან ბამბის ქსოვილი შეარჩეთ. ამ შემთხვევაში, მრავალფეროვანი ფერების შერჩევისასაც კი, საკამოდ დიდი ნაკადის ბუნებრივ შუქს მიიღებთ.

Ხოლო, თუ ზომიერი რაოდენობის შუქი გსურთ, აირჩიეთ ტილოს ფარდები, რომელიც შუქის გამტარია, თუმცა არა ისეთი რაოდეობით, როგორსაც გამჭვირვალე ტიპის ფარდა გვთავაზობს.

თუ სინათლის სრული ბლოკირება გსურთ, არჩევანი ხავერდის ფარდაზე შეაჩერეთ, რომელიც ძალიან მძიმე და შუქგაუმტარია.

Საბოლოოდ, Რომელი მატერიაც არ უნდა აირჩიოთ, თითოეულში უამრავი ფერისა და ნიმუშის აღმოჩენის საშუალება გექნებათ. გაჰყევით მკვეთრ ფერებს, თუ გსურთ, რომ ფარდა თქვენი ოთახის გამორჩეული დეტალი იყოს, ან უბრალოდ ნეიტრალური ფერი შეარჩიეთ, თუ გსურთ, რომ მან ოთახის ინტერიერიში განლაგებული სხვა დეტალები არ გადაფაროს. 



ფარდის შერჩევისას საბოლოო ნაბიჯი ღერძის კარგად შერჩევაა. იმისათვის, რომ ერთიანი იერსახე დააბალანსოთ, შეარჩიეთ ღერძი, რომელიც ფანჯრის სიგანეზე 15-30-სმ-ით მეტია. ეს გარკვეულ ვიზუალურ ეფექტს შექმნის და ასევე, მოგცემთ შესაძლებლობას, რომ ფარდები გვერდზე კარგად გადასწიოთ, როცა გსურთ, რომ ოთახში სინათლე სრული სიმძაფრით შემოვიდეს.

Რაც შეეხება ღერძის მატერიას, კარგი არჩევანია ყვითელი სპილენძი, ნიკელი, ან ძველი ბრინჯაო - თითოეული მათგანი სახლის მოწყობის თითქმის ყველა სტილს მარტივად ითავსებს. გაითვალისწინეთ, თუ ფარდის დამჭერის შეძენასაც გადაწყვეტთ, გამოიყენეთ ის მასალა, რა მასალისაც ღერძი იქნება, რათა საბოლოო დიზაინი ტოვებდეს კონსისტენტურობისა და ერთიანობის განცდას.


ლივოს ბლოგი

სხვა ბლოგები

ზარის მოთხოვნა
ონლაინ ჩატი
შეფასება