აკროშკა (Окрошка)namcxva

imageakroshka
სანამ ჯერ ისევ ცხელა,მოამზადეთ აკროშკა ))
მოეგხსენებათ აკროშკა რუსული,უკრაინული და ბელარუსიული სამზარეულოს განუყრელი ნაწილია და მზადდება მისი უამრავი ვარიანტი.მთავარი პრინციპია პატარა ზომაზე დაჭრილი ინგრედიენტი, крошка -ხომ ქართულად «ნამცეცს» ნიშნავს.ამზადებენ როგორც კეფირით,ასევე ბურახით და გაზიანი მინერალური წყლის დამატებითაც.ასევე ამატებენ ბოლოკს,ჭარხალს . ინგრედიენტები თქვენი ფანტაზიით და გემოვნებით შეგიძლიათ შეცვალოთ.მაგ.ძეხვი მოხარშული ხორცით ჩაანაცვლოთ და ა.შ. მე მოგიყვებით როგორ მოვამზადე ამჯერად.

დაგვჭირდება:

მოხარშული კარტოფილი 3ც.(საშუალო ზომის)
მოხარშული კვერცხი 3ც.

მოხარშული სტაფილო 3ც.
კიტრი 2ც. (საშუალო ზომის)
საექიმო ძეხვი 200გ.
კეფირი 500მლ.

გადადუღებული და გაგრილებული წყალი 200მლ.

კამა და ოხრახუში,მარილი და შავი პილპილი.
ყველა ინგრედიენტი დავჭრათ მომცრო კუბებად,დავამატოთ წყალში გახსნილი კეფირი,მწვანილი ,მარილი და პილპილი გემოვნებით,ჩავაციოთ და მზადაა.

Оставьте комментарий