msoplioshi sauketeso tsixe
44, Athens, Kreeka

თავის დროზე გამოვაქვეყნე სტატია"მსოფლიოს ყველაზე საშინელი ციხეები" და შეგპირდით, რომ მომავალში აუცილებლად გამოვაქვეყნებდი ინფორმაციას საუკეთესო ციხეზე. ეს ციხე ნორვეგიაში მდებარეობს, აშენებულია 2010 წელს, საპყრობილეში, რომლის სახელიც "ჰალდენია" ყველაზე საშიში დამნაშავეები იხდიან სასჯელს.ნორვეგიის კანონების მიხედვით მაქსიმალური სასჯელი 21 წელია.იტალიელმა ფოტოგრაფმა გუგუ ფაშინომ (Gughi Fassino) სამი დღე გაატარა იმ ციხეში, რომელიც ყველაზე ჰუმანურად და კომფორტულად ითვლება მთელს მსოფლიოში.ამ ციხეში სასჯელმოხდილი პატიმარების 20% 2 წლის შემდეგ ხელმეორედ ხვდება ხოლმე "ჰალდენის" საპატიმროში, რაც 3-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე სხვა ევროპის ქვეყნებში. imageერთადგილიანი კამერა, ტელევიზორით და მაცივრით ნორვეგიის ბიუჯეტს წელიწადში 185 ათასი $ უჯდება.imageციხის გარშემო 30 ჰექტარი ტყეა, სადაც პატიმრებს შეუძლიათ ისეირნონ ზედამხედველის გარეშე.image
ყოველდღიურად პატიმრებს შეუძლიათ 1.5 საათი გაატარონ საცურაო აუზში და სპორტდარბაზში.image
პატიმრებს ემსახურება სუპერმარკეტი, მათ კვირაში ერთხელ შეუძლიათ ივაჭრონ.image
პატიმრის ხელფასი დღეში 9$-ია.image
პატიმარს შეუძლია თავისთვის მოიმზადოს სადილი თავისი გემოვნებით, ამისთვის კულინარიული წიგნებიც შეუძლია მოიხმაროს.image
კამერაში ყოფნა საღამოს 8:30-იდან დილის 7:30-მდეა სავალდებულო, დანარჩენი დრო პატიმარს შეუძლია იმუშაოს(სავალდებულო არ არის) ან კიდევ რაიმე სხვა რამით დაკავდეს.image
პატიმარს შეუძლია კვირაში სამჯერ ესაუბროს ოჯახს, ხოლო კვირაში ერთხელ პაემნისთვის ცალკე კოტეჯი აქვთ გამოყოფილი.image
თუ პატიმარი ხელოვანია, ვთქვათ მუსიკოსი ან მუსიკოსობა სურს, არც მაგაზე დაგწყვიტავენ გულს, ციხეს თავის მუსიკალური სტუდია აქვს.

3 vaatamisi
 
Kommentaarid
lika-agapi 07.12.2012

namdvilad .

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.